ნეოლიბერალიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეოლიბერალიზმი — პოლიტიკურ-ეკონომიკური ფილოსოფია, რომელიც უარყოფს სახელმწიფოს ჩარევას (ინტერვენციას) ადგილობრივ ეკონომიკაში. ის ყურადღებას ამახვილებს თავისუფალ საბაზრო მეთოდებზე, საწარმოთა ფუნქციონირებაში ნაკლებ შეზღუდვებსა და საკუთრების უფლებებზე. საგარეო პოლიტიკაში ნეოლიბერალიზმი უპირატესობას ანიჭებს უცხოეთის ბაზრების გახსნას პოლიტიკური მეთოდებით, ეკონომიკური ზეწოლის, დიპლომატიური ან/და სამხედრო ინტერვენციის გამოყენებით. ბაზრების გახსნაში მოიაზრება თავისუფალი ვაჭრობა და მუშახელის საერთაშორისო სპეციალიზაციის მიხედვით დაყოფა.
ნეოლიბერალიზმი მულტილატერულ პოლიტიკურ ზეწოლას უჭერს მხარს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორებიცაა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი. ის ასევე ქადაგებს ეროვნული მთავრობების როლის მინიმუმამდე დაყვანას. კორპორაციული ეფექტურობის გადაუმჯობესებლად ის მოუწოდებს პროფკავშირთა პოლიტიკის ზეგავლენის (მაგ., მინიმალური ხელფასის ზღვარი, ან მუშახელის კოლექტიური მოლაპარაკების უფლება) უარყოფას ან მინიმუმამდე დაყვანას.
ნეოლიბერალიზმი ეწინააღმდეგება სოციალიზმს, პროტექციონიზმსა და მწვანეთა მოძრაობას უცხოეთის ბაზრებში. ადგილობრივად ის პროტექციონიზმს, როგორც ასეთი, არ უარყოფს, თუმცა გამოიყენებს მხოლოდ როგორც მოლაპარაკებებში ზეწოლის მეთოდს, რათა აიძულოს უცხო ქვეყნები საკუთარი ბაზრის ლიბერალიზაცია მოახდინონ. ნეოლიბერალიზმი ხშირად ეწინააღმდეგება თანასწორუფლებიან ვაჭრობასა და სხვა ისეთ მოძრაობებთან რომელთა აზრით მუშახელის უფლებებსა და სოციალურ თანასწორობას პრიორიტეტი უნდა ენიჭებოდეს საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკაში.
ნეოლიბერალიზმი[1] - XX საუკუნეში XIX საუკუნის იდეების აღორძინება, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ ლიბერალიზმთან და თავისუფალ ბაზართან.[2]:7[3] ეს ძირითადად ასოცირდება ეკონომიკური ლიბერალიზაციის პოლიტიკასთან, მათ შორის არის პრივატიზება, რეგულაციების შემცირება, გლობალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკა და მთავრობის ხარჯების შემცირება, ეკონომიკასა და საზოგადოებაში კერძო სექტორის როლის გაზრდის მიზნით;[4][12] თუმცა, ნეოლიბერალიზმის განმსაზღვრელი თავისებურებანი როგორც აზროვნებაში, ისე პრაქტიკაში არსებითი სამეცნიერო დებატების საგანი გახდა.[13][14] პოლიტიკის შემუშავებისას, ნეოლიბერალიზმი იყო პარადიგმათა ცვლილების ნაწილი, რომელიც მოჰყვა კეინსიანის კონსენსუსის მარცხს ეკონომიკაში 1970-იანი წლების სტაგფლაციის მოსაგვარებლად.[15][16]
ინგლისურენოვნებმა ტერმინი ნეოლიბერალიზმი სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენეს მე -20 საუკუნის დასაწყისიდან.[17] მაგრამ ის უფრო გავრცელდა 1970-იან და 1980-იან წლებში მისი ამჟამინდელი მნიშვნელობით, რომელსაც მკვლევრები, ისევე როგორც კრიტიკოსები იყენებდნენ სოციალური მეცნიერებების ფართო წრეებში.[18][19][20][21] ტერმინი იშვიათადაა გამოყენებული თავისუფალი ბაზრის პოლიტიკის მომხრეთა მიერ.[22] როგორც ზოგიერთმა მკვლევარმა აღნიშნა, ეს ტერმინი სხვადასხვა მნიშვნელობას იღებს სხვადასხვა ხალხის მიერ, რადგანაც ნეოლიბერალიზმი „მუტაციას განიცდის“ გეოპოლიტიკურად შესამჩნევ ჰიბრიდებში მსოფლიოს მასშტაბით.[5][23][24] ნეოლიბერალიზმი იზიარებს ბევრ თვისებას სხვა ცნებებთან, რომლებსაც სადავო მნიშვნელობები აქვთ და მათ შორისაა წარმომადგენლობითი დემოკრატიაც.[25]
დროთა განმავლობაში შეიცვალა ტერმინის განმარტება და ამათანავე გამოყენებითობაც.[6] როგორც ეკონომიკური ფილოსოფია, ნეოლიბერალიზმი ევროპელ ლიბერალ მეცნიერებს შორის გაჩნდა 1930-იან წლებში, როდესაც ცდილობდნენ აღედგინათ და განეახლებინათ კლასიკური ლიბერალიზმის ძირითადი იდეები. ისინი ხედავდნენ ამ იდეების პოპულარობის შემცირებას, რაც განპირობებული იყო ბაზრების კონტროლის აუცილებლობის აღიარებით, დიდი დეპრესიის შემდგომ პერიოდში და გამოიხატა პოლიტიკაში, რომელიც მიმართული იყო თავისუფალი ბაზრების არასტაბილურობის წინააღმდეგოდ, მათი უარყოფითი სოციალური შედეგების შესამსუბუქებლად.[26]:14–15 პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი სტიმული იყო სურვილი იმის, რომ თავიდან აეცილებინათ 1930-იანი წლების დასაწყისის ეკონომიკური წარუმატებლობები, რაც ზოგჯერ სწორედ კლასიკური ლიბერალიზმის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება უმთავრესად.
როდესაც 1980-იან წლებში ტერმინი გავრცელდა, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იყო ავგუსტო პინოჩეტის ეკონომიკრ რეფორმებთან ჩილეში, მან სწრაფვადე მიიღო ნეგატიური დატვირთვა და ძირითადად გამოყენებული იყო საბაზრო რეფორმისა და laissez-faire კაპიტალიზმის კრიტიკოსების მიერ. მკვლევრებმა იგი დააკავშირეს მონ პელერინის საზოგადოების ეკონომისტების ფრიდრიხ ჰაიეკის, მილტონ ფრიდმანისა და ჯეიმზ ბიუქენანის თეორიებთან, ამასთანავე ისეთ პოლიტიკოსებთან როგორებიც არიან: მარგარეტ ტეტჩერი, რონალდ რეიგანი და ალან გრინსპენი.[6][27] მას შემდეგ, რაც ნეოლიბერალიზმის ახალი მნიშვნელობა დამკვიდრდა, რომელიც ესპანურენოვანი მკვლევარების მიერ იყო გამოყენებული საყოველთაოდ, იგი ინგლისურენოვანი პოლიტიკური ეკონომიკის შესწავლაშიც გავრცელდა.[6] 1994 წლისთვის, NAFTA-ს სვლითა და ამ განვითარებაზე საპატისტას რეაქციით ჩიაპასში, ეს ტერმინი გლობალურ მიმოქცევაში შევიდა.[5] ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნეოლიბერალიზმის ფენომენის ირგვლივ განსწავლულობა საგრძნობლად გაიზარდა.[19][28]