მილტონ ფრიდმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
მილტონ ფრიდმანი (ინგლ. Milton Friedman; დ. 31 ივლისი, 1912 – გ. 16 ნოემბერი, 2006) — ამერიკელი ეკონომისტი, რომელმაც 1976 წელს მოხმარების ანალიზის, მონეტარული ისტორიისა და სტაბილიზაციის პოლიტიკის თეორიისა და სირთულეების შესახებ კვლევისთვის მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკაში.[29]
ჯორჯ სტიგლერთან და სხვა ეკონომისტებთან ერთად, ფრიდნმანი იყო ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლის იმ ინტელექტუალ ლიდერთა შორის, რომლებმაც უარყვეს კეინსიანიზმი მონეტარიზმის მეშვეობით, 1970-იან წლებამდე, მანამ სანამ აღმოჩნდებოდა, რომ ახალი კლასიკური ეკონომიკა ეფუძვნებოდა რაციონალური მოლოდინების კონფეცპტს. რამდენიმე სტუდენტი და ახალგაზრდა პროფესორი, რომლებიც ფრიდმანმა აიყვანა სამსახურში ან გაუწია მენტორობა, მომავალში წამყვანი ეკონომისტები გახდნენ. მათ შორისაა გერი ბეკერი, რობერტ ფოგელი, ტომას სოუელი [30] და რობერტ ლუკას უმცროსი.[31]
ფრიდმანის გამოწვევები დაიწყო 1950-იან წლებში, მოხმარების ფუნქციის რეინტერპრეტაციასთან ერთად. შემდგომში ფრიდმანმა ამას უწოდა „გულუბრყვილო კეინსიანინური თეორია“.[32]
1960-იან წლებში ის გახდა კეინსიანური სამთავრობო პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგე[33] და აღწერა მისი მიდგომა, როგორც „კეინსიანური ენისა და სახელმწიფო აპარატის“ გამოყენება თავისი წინასწარი დასკვნის უარსაყოფად.[34] მან თეორიულად ჩამოაყალიბა, რომ ბუნებრივი უმუშევრობის დონე არსებობს და ამტკიცებდა, რომ უმუშევრობა ამ დონის ქვემოთ ინფლაციის დაჩქარების მიზეზი გახდებოდა.[35] ის ასევე ამტკიცებდა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ფილიპსის მრუდი იყო ვერტიკალური „ბუნებრივ მაჩვენებელთან“ და იწინასწარმეტყველა სტაფლაცია[36]
ფრიდმანმა წარმოადგინა „მონეტარიზმის“ სახელით ცნობილი ალტერნატიული მაკროეკონომიკური ხედვა და ამტკიცებდა, რომ მყარი და დაბალანსებული, ფულის მიწოდების მცირედი ზრდა იყო უკეთესი ეკონომიკური პოლიტიკა.[37] მისმა იდეებმა მონეტარული პოლიტიკის, დაბეგვრის, პრივატიზაციის და დერეგულაციის შესახებ გავლენა მოახდინა მთავრობის პოლიტიკაზე, განსაკუთრებით 1980-იან წლებში. მისმა მონეტარულმა თეორიამ გავლენა მოახდინა ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებებზე 2007-2008 წწ.-ების მსოფლიო კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.[38] მილტონ ფრიდმანი იყო რესპუბლიკელი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის[39] და ბრიტანეთის კონსერვატორი პრემიერ მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის მრჩეველი.[40] მისი პოლიტიკური ფილოსოფია ხოტბას ასხამდა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ სისტემას მინიმალური ჩარევით. მან ერთხელ განაცხადა, რომ მისი მონაწილეობა სამხედრო ბეგარის გაუქმების საქმეში იყო მისი ყველაზე საამაყო მიღწევა. 1962 წლის წიგნში, „კაპიტალიზმი და თავისუფლება“, ფრიდმანი იცავდა ისეთ პოლიტიკას, როგორიცაა სარეზერვო ჯარი, თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსი,სამედიცინო ლიცენზიის გაუქმება, უარყოფითი საშემოსავალო გადასახადი და სასკოლო ვაუჩერი.[41] და ეწინააღმდეგებოდა ნარკოტიკების წინააღმდეგ ომს.
მისმა მხარდაჭერამ სკოლის არჩევის საკითხთან დაკავშირებით, ფრიდმანი მიიყვანა Friedman Foundation for Educational Choice-ის დაარსებამდე, შემდეგში EdChoice.[42] ფრიდმანის შრომები მოიცავს მონოგრაფიებს, წიგნებს, მეცნიერულ სტატიებს, რეფერატებს, საგაზეთო სტატიებს, სატელევიზიო პროგრამებს და ლექციებს, რომლებიც შეეხება ეკონომიკური და საჯარო მართველობის საკითხების ფართო ნაწილს.[43] მის წიგნებსა და ესეებს აქვთ გლობალური გავლენა, მათ შორის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში.[44][45][46][47] გამოკითხვის შედეგად ფრიდმანი დასახელდა მეორე ყველაზე პოპულარულ ეკონომისტად 20-ე საუკუნეში, ჯონ მეინარდ კეინზის შემდეგ.[48] „ეკონომისტმა“ ფრიდმანი დაახასიათა, როგორც „მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი... შესაძლოა ორივე ნახევრის“.[49]