No Doubt
From Wikipedia, the free encyclopedia
No Doubt — ამერიკული როკ-ჯგუფი ანაჰაიმიდან (კალიფორნია), ჩამოყალიბებული 1986 წელს. მათი პირველი ალბომი No Doubt (1992) დიდი წარმატებით არ სარგებლობდა, მაგრამ ჯგუფი დაბრუნდა 1990-იან წლებში, დისკით Tragic Kingdom და სინგლით „Don't Speak“, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა. შემდეგი ალბომი იყო Return of Saturn. მიუხედავად ნაკლებად შთამბეჭდავი წარმატებისა, კოლექტივი განაგრძნობდა მუშაობას, ჩაწერა ალბომი Rock Steady, ცნობილი სინგლით „Hey Baby“.
No Doubt | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ანაჰაიმი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | სკა-პანკი, ალტერნატიული როკი, პოპ-როკი |
აქტიური | 1986–2004, 2008–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Interscope, Trauma, Universal Music Group |
წევრები |
გვენ სტეფანი ტონი კენალი ედრიან იანგი ტომ დუმონი |
ყოფილი წევრები | იხილეთ წევრების სექცია |
საიტი | nodoubt.com |
No Doubt ვიკისაწყობში |
მოგვიანებით გამოვიდა No Doubt-ის კრებულები The Singles 1992–2003 და Boom Box, რასაც თან ახლდა ჯგუფის Talk Talk სიმღერის „It's My Life“ ქავერ-ვერსია. წლების მანძილზე გვენ სტეფანი დაკავებული იყო სოლო-კარიერით, მაგრამ 2009 წელს No Doubt აღდგა და ჩაატარა საკონცერტო ტურნე. 2012 წელს გამოვიდა მისი ალბომი Push and Shove. ამჟამად კოლექტივი ახალ ალბომზე მუშაობს