SXDF-NB1006-2
გალაქტიკა / From Wikipedia, the free encyclopedia
SXDF-NB1006-2 — გალაქტიკა, რომელიც მდებარეობს 12,91 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით დედამიწიდან. რადგანაც მის სინათლეს ამდენი ხანი დასჭირდა (12,91 მილიარდი წელიწადი) ჩვენამდე მოსაღწევად, ჩვენ ამ გალაქტიკას ისეთს ვხედავთ, როგორიც ის ამდენივე წლის წინ იყო. გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან ძალიან მალე წარმოიქმნა. დიდი აფეთქება კი 13,7 მილიარდი წლის წინ მოხდა. შესაბამისად, SXDF-NB1006-2, ყველაზე შორეული გალაქტიკაა, რაც კი ოდესმე დაუნახავთ მეცნიერებს. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ SXDF-NB1006-2-ის და სხვა შორეული ობიექტების შესწავლით ისინი შეძლებენ დაადგინონ რა ხდებოდა კოსმოსის ევოლუციის განთიადზე.