აინ რენდი
From Wikipedia, the free encyclopedia
აინ რენდი (ინგლ. Ayn Rand, დაბადებისას ალისა როზენბაუმი, რუს. Али́са Зино́вьевна Розенба́ум; დ. 2 თებერვალი [ძვ. სტ. 20 იანვარი), 1905 — გ. 6 მარტი, 1982] — რუსული წარმოშობის ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი.[20] სახელი გაითქვა ორი ბესტსელერი ნოველით „პირველწყარო“ და „ატლანტმა მხრები გაშალა“ და საკუთარი ფილოსოფიური სისტემით, რომელსაც თავადვე „ობიექტივიზმი“ უწოდა. რუსეთში განათლების მიღების შემდეგ, 1926 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. მისი ორი ნაწარმოები 1935 და 1936 წლებში დაიდგა ბროდვეიზე; მისი პირველი ორი რომანი არ მოუვიდა გულზე ფართო საზოგადოებას, მაგრამ 1943 წელს გამოსულმა „პირველწყარომ“ რენდს დიდი წარმატება და ცნობადობა მოუტანა. 1957 წელს მან გამოაქვეყნა მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „ატლანტმა მხრები გაშალა“. ცოტა ხანში, მან დაანება თავი მხატვრულ ლიტერატურას და ხელი მოჰკიდა საკუთარი ფილოსოფიური იდეების პოპულარიზაციას საგაზეთო სტატიებისა თუ ესეების კრებულების საშუალებით. გარდაიცვალა 1982 წელს.
აინ რენდი | |
---|---|
ინგლ. Ayn Rand | |
დაბადების თარიღი | 2 თებერვალი, 1905(1905-02-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია[11] [12] |
გარდაცვალების თარიღი | 6 მარტი, 1982(1982-03-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [10] (77 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მანჰეტენი |
დასაფლავებულია | კენსიკოს სასაფლაო |
ფსევდონიმი | Ayn Rand |
საქმიანობა | დრამატურგი, ფილოსოფოსი[13] , რომანისტი, სცენარისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი, ჟურნალისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და მწერალი[14] |
ენა | ინგლისური ენა |
ეროვნება | ებრაელები[15] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ აშშ[16] [17] რუსეთის რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთი რსფსრ მოქალაქეობის არმქონე |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | ობიექტვიზმი და ანტიუტოპია |
Magnum opus | ატლანტმა მხრები გაშალა, პირველწყარო, ჩვენ ცოცხლები, ჰიმნი და ეგოიზმის არსი |
ჯილდოები | პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი და პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი |
მეუღლე | ფრენკ ო’კონორი |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | aynrand.org |
რენდი გონებას განათლების მიღების ერთადერთ საშუალებად თვლიდა და უარყოფდა რწმენასა და რელიგიას. იგი მხარს უჭერდა რაციონალურ და ეთიკურ ეგოიზმს და ეწინააღმდეგებოდა ალტრუიზმს. პოლიტიკაში იგი ეწინააღმდეგებოდა ძალმომრეობას და ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს ამორალურად მიიჩნევდა;[21] იგი აგრეთვე იყო სტატიზმის, კოლექტივიზმის და ანარქიზმის მოწინააღმდეგე; მხარს უჭერდა Laissez-Faire-ის დაცვით მოქმედ კაპიტალიზმს, რაც, მისი თქმით, იყო სისტემა, დაფუძნებული ინდივიდუალური უფლებებისა და საკუთრების უფლების დაცვაზე.[22] ხელოვნებაში რენდი პროპაგანდას უწევდა რომანტიკულ რეალიზმს. იგი მკაცრად აკრიტიკებდა ფილოსოფოსთა და ფილოსოფიური ტრადიციების უდიდეს ნაწილს, გარდა არისტოტელეს, თომას აკვინელისა და კლასიკური ლიბერალებისა.[23]
ლიტერატურის კრიტიკოსები რენდის შემოქმედებას სხვადასხვანაირად აფასებდნენ,[24] ხოლო აკადემიური წრეები, ძირითადად, იგნორირებას უკეთებდნენ ან უარყოფდნენ მის იდეებს; ბოლო დროს, ამავე წრეებში ინტერესი რენდის მიმართ მკვეთრად გაიზარდა.[25][26][27] „ობიექტივისტთა“ მოძრაობა, როგორც საჯარო, ისე აკადემიურ საზოგადოებაში, ცდილობს მისი იდეების გავრცელებას.[28] აინ რენდის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ამერიკელ კონსერვატორებსა და ლიბერტარიანელებზე.[29]