ლევილ-სიურ-ორჟი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლევილ-სიურ-ორჟი (ფრანგ. Leuville-sur-Orge) — სოფელი საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონის ესონის დეპარტამენტში. პარიზიდან 26 კმ-ზე. აქ 1922 წლიდან აქ ცხოვრობდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის გამო ემიგრირებული ქართველები, აქვე ინახებოდა ქართული საგანძური, რომელიც 1921 წელს გაიტანა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ. ლევილში ქართველთა სათვისტომო მამულის მეპატრონე იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილი[1]. ლევილში ქართველთა სასაფლაოს მოწყობა იყო ნამეტია ბერძენიშვილის ინიციატივის შედეგი, რის გამოც მას „ლევილის დედა“ შეარქვეს.[2]