ჩინეთის სამოქალაქო ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინეთის სამოქალაქო ომი — სამოქალაქო ომი ჩინეთში სადაც ერთმანეთის პირისპირ იბრძოდნენ ჩინეთის რესპუბლიკა და ჩინეთის კომუნისტური პარტია. კონფლიქტი დაიწყო 1927 წელს ნანჩანის აჯანყებით და დასრულდა 1950 წელს ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობის ტაივანში გაქცევით. სამოქალაქო ომი იყოფა ორ ფაზად, პირველი 1927-1937 წლებში როდესაც კონტინენტური ჩინეთის უმეტესობა ჩინეთის რესპუბლიკას ეკავა, 1937-1945 წელს მხარეებმა კონფლიქტი გვერდზე გადადეს, მეორე გაერთიანებული ფრონტი ჩამოაყალიბეს და გაერთიანებული ძალებით მეორე მსოფლიო ომში, იაპონიის ემპერიას ებრძოდნენ მოკავშირეების დახმარებით. იაპონიის დამარცხების შემდეგ სამოქალაქო ომი განახლდა მეორე ფაზაში 1946-1950 წლებში სადაც კომუნისტებს მთელი ჩრდილოეთ ჩინეთი ეკავათ და მუდმივად აფართოვებდნენ საკუთარ გავლნის სფეროს.
ჩინეთის სამოქალაქო ომი | |||||
---|---|---|---|---|---|
1947 წლიდან ცივი ომის ნაწილი | |||||
საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით ზემოდან: კომუნისტი ჯარისკაცები სიპინგის პრძილაში; ნაციონალური რევოლუციური არმიის მუსლიმი ჯარისკაცები; მაო ძედუნი 1930-იანებში; ჩან კაიში ამოწმებს სამხედროებს; ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალი სუ იუ ამოწმებს ჯარისკაცებს მენგლიანგუს კამპანიის დაწყებამდე | |||||
თარიღი |
პირველი ფაზა: 1927 წლის 1 აგვისტო[1] – 1936 წლის 22 დეკემბერი[2] (74 წელი, 4 თვე, 3 კვირა და 3 დღე) | ||||
მდებარეობა | ჩინეთი | ||||
შედეგი |
კომუნისტების გამარჯვება
| ||||
ტერიტორიული ცვლილებები |
ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ დაიკავა კონტინენტური ჩინეთი და ხაინანი
| ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ჩინეთის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში |
კომუნისტებმა კონტინენტური ჩინეთი დაიკავეს და 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადეს. საპასუხოდ ტაივანიდან ჩინეთის რესპუბლიკამ თავი სრულიად ჩინეთის მთავრობად გამოაცხადა.[10] სამოქალაქო ომის დასრულების შესახებ არ არსებობს არანაირი სამშვიდობო ხელშეკრულება. სწორედ ამიტომ დებატები ჩინეთის სამოქალაქო ომის დასრულების შესახებ დღემდე გრძელდება.[11]