გრენლანდიის ყინულოვანი ფარი
From Wikipedia, the free encyclopedia
გრენლანდიის ყინულოვანი ფარი (დან. Grønlands indlandsis; გრენლ. Sermersuaq) — ყინულოვანი ფარი გრენლანდიაში. ფართობი 1,71 მლნ. კმ²[1], სისქე 2000–3000 მ. ანტარქტიდის ყინულოვანი ფარის შემდეგ დედამიწაზე სიდიდით მეორე ყინულოვანი ფარია. იგი მთელი კუნძულის 78.9% შეადგენს. მისი ზრდის მიზეზს წარმოადგენს თოვლი, რომელიც ფარზე ეცემა, შემდეგ მის ფენებზე გროვდება, დროთა განმავლობაში კი ყინულად გარდაიქმნება, კომპრესირდება.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
კოორდინატები: 76°42′ ჩ. გ. 41°12′ დ. გ. | |
ფართობი | 1,710,000 კმ² |
სიგრძე | 2400 კმ |
სიგანე | 1100 კმ |
სისქე | 2000–3000 მ |
ტიპი | ყინულოვანი ფარი |
აქედან გამომდინარე, გამოთვლებით დაადგინეს, რომ მაგარი ყინული, რომელიც ფარის სიღრმეშია ჩამარხული, საშუალოდ 11000 წლისაა. გრენლანდიის ყინულოვან ფარს ხშირად ყოფენ 260 აუზად და 7 რეგიონად (სამხრეთ-დასავლეთი, ცენტრალური-დასავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი, ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, ცენტრალური-აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი) ყინულის მიდინების ტიპისა და სიჩქარის, კლიმატის და ყინულის დონის ზრდის მიხედვით.
260 გამოკვლეული მყინვარიდან 217 წყლის ზედაპირზეა აისბერგის სახით და ოკეანესთან ურთიერთქმედებით დნება, ხოლო დანარჩენი 43 სახმელეთოა. ყინულოვანი ფარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ფართობი 217.207 კმ²-ია და სწორედ ამ რეგიონზე მდებარეობს სახმელეთო მყინვარების 72%.
ყინულოვანი ფარი უფრო სქელია ცენტრში, ვიდრე ნაპირებზე და იზრდება ორ დიდ გუმბათად. ჩრდილოეთის გუმბათი გრენლანდიის ცენტრალური აღმოსავლთით მდებარეობს და ზღვის დონიდან 3000 მეტრს აღწევს. სამხრეთის გუმბათი კი (2500 მეტრი) სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ყინულის ფენები, ძირითადად, შემაღლებული მყინვარების გარშემო მიედინება მანამ, სანამ ოკეანემდე მიაღწევს, შედეგად კი უამრავი აისბერგი წარმოიქმნება.