ლეჟა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეჟა (ალბ. Lezhë ან Lezha) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ ალბანეთში. ლეჟის მუნიციპალიტეტი არის ლეჟის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მისი ისტორიული, ბერძნული სახელია ლისოსი (ბერძ. Λισσός). ლეჟის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდა 2015 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად. მის შემადგენლობაში 10 ყოფილი მუნიციპალიტეტი შევიდა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ლეჟა გახდა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეჟა (მრავალმნიშვნელოვანი). |
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ლეჟა Lezhë | |||
| |||
ქვეყანა | ალბანეთი | ||
კოორდინატები | 41°47′00″ ჩ. გ. 19°38′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 509.10 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 10 მ | ||
მოსახლეობა | 65 633 კაცი (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | (+355) 0215 | ||
საფოსტო ინდექსი | 4501–4502 | ||
საავტომობილო კოდი | LE | ||
ოფიციალური საიტი | lezha.gov.al | ||
ლეჟა 10 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან. მისი ფართობი 509,10 კმ²-ია. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ლეჟისა და დანარჩენი 9 ყოფილი მუნიციპალიტეტის საერთო მოსახლეობამ 65 633 ადამიანი შეადგინა.
ლეჟის ისტორია დაახ. ძვ. წ. VIII საუკუნიდან იწყება. თავდაპირველად, იგი ბერძნული კოლონია იყო. ლეჟა ძალიან ბევრი ეპოქის მომსწრე გახდა. 2004 წლიდან, ლეჟაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და ამ 11 წლის განმავლობაში, ძველ რომაული და ბიზანტიური ეპოქის დროინდელი მრავალი სამარხი და შენობა იქნა აღმოჩენილი.