მანაგუა
From Wikipedia, the free encyclopedia
მანაგუა — ნიკარაგუის დედაქალაქი და ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. ნიკარაგუის უდიდესი ქალაქი მდებარეობს ტბა მანაგუას სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. დედაქალაქად გამოცხადდა 1852 წელს. მანამდე ნიკარაგუის დედაქალაქი იყო ჯერ გრანადა, შემდეგ ლეონი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1 680 100 ადამიანს, ძირითადი რაოდენობა მეტისები და თეთრკანიანები არიან.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანაგუა (მრავალმნიშვნელოვანი). |
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მანაგუა Leal Villa de Santiago de Managua | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიკარაგუა | ||||
დაქვემდებარება | მანაგუას დეპარტამენტი | ||||
კოორდინატები | 12°09′00″ ჩ. გ. 86°16′00″ დ. გ. | ||||
მმართველი | დაისი ტორესი | ||||
დაარსდა | 1819 | ||||
ფართობი | 267.2 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 83 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 1,680,100 კაცი | ||||
სიმჭიდროვე | 2,537 კმ2 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 544 კმ2 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC−6 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10000–14345 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.managua.gob.ni | ||||
პირველი დასახლება ამ ადგილას დაარსდა 1819 წელს სახელწოდებით ლეალ-ვილა-დე-სანტიაგო-დე-მანაგუა და თავდაპირველად მეთევზეთა სოფელი იყო. მანაგუას დედაქალაქად გადაქცევისთვის ზრუნვა დაიწყეს 1824 წლიდან, როდესაც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებმა ესპანეთის ბატონობისგან გათავისუფლება დაიწყეს. მანაგუა მდებარეობდა ძველ დედაქალაქებს - ლეონსა და გრანადას შორის, ამიტომაც იყო ყველაზე კომპრომისული და ხელსაყრელი ვარიანტი.
ქალაქი გამხდარა არაერთი პოლიტიკური აღმასვლისა და დაცემის მოწმე ნიკარაგუის ისტორიაში. იგი გაანადგურა ორმა მიწისძვრამ მე-20 საუკუნის განმავლობაში. ამჟამად მანაგუა ნიკარაგუის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია.
2007 წელს, წარმატებული წიგნიერების კამპანიის შემდეგ, მანაგუა გამოცხადდა პირველ დედაქალაქად ცენტრალურ ამერიკაში, რომელმაც თავი დააღწია უწიგნურობას.