საიან-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგური
From Wikipedia, the free encyclopedia
საიანო-შუშენსკაიას ჰიდროელექტროსადგური (რუს. Сая́но-Шу́шенская гидроэлектроста́нция) — ჰიდროელექტროსადგური რუსეთში. მდებარეობს მდინარე ენისეიზე, საიანოგორსკთან, ხაკასეთში. რუსეთის უდიდესი და მსოფლიოს სიდიდით მეექვსე ჰიდროელექტროსადგური ენერგიის წარმოებით.
სადგურის დადგმული სიმძლავრე 6400 მეგვტ. ჰიდროკვანძში შედის: თაღოვან-გრავიტაციული კაშხალი (მაქსიმ. სიმაღლე 242 მ., სიგრძე — 1066 მ.); ჰესის შენობა 10 აგრეგატითურთ (თითოეულის სიმძლავრეა 640 მეგვტ., დაწნევა 194 მ.). კაშხალი ქმნის სეზონური რეგულირების წყალსაცავს. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მაღალი ძაბვის (500 კვ) ხაზებით გადაეცემა ციმბირის გაერთიანებულ ენერგოსისტემას. სადგური 10, 640 მეგავატიან ტურბინას მოიცავს და ყოველწლიურად 23,5 ტერავატ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რომელთა 70 % ციმბირში მყოფ ალუმინის გადამამუშავებად ქარხანაში გამოიყენება.