სამხრეთ ავსტრალიის სამხატვრო გალერეა
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ ავსტრალიის სამხატვრო გალერეა - დაარსდა როგორც სამხრეთ ავსტრალიის ეროვნული გალერეა, 1881 წელს. მდებარეობს ადელაიდაში. ითვლება სამხრეთ ავსტრალიის შტატის ვიზუალური ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმად. კოლექცია 45 000-მდე ნამუშევარს მოიცავს და ავსტრალიაში სიდიდით მეორე კოლექციაა (ვიქტორიას ეროვნული გალერეის შემდეგ). გალერეა ჩრდილოეთ ტერასის კულტურული უბნის ნაწილია და დასავლეთით სამხრეთ ავსტრალიის მუზეუმი, ხოლო აღმოსავლეთით ადელაიდას უნივერსიტეტი მდებარეობს.
სამხრეთ ავსტრალიის სამხატვრო გალერეა | |
---|---|
34°55′14″ ს. გ. 138°36′14″ ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრალია |
მდებარეობა | Adelaide |
ოფიციალური საიტი | https://www.agsa.sa.gov.au/ |
სამხრეთ ავსტრალიის სამხატვრო გალერეის მუდმივ კოლექციაში ავსტრალიური ხელვონების ნიმუშებია შესული. მუზეუმში გაცულია ევროპული, აზიური და ჩრდილოეთ ამერიკული კოლექციებიც. სამხატვრო გალერეაში ყოველწლიურად თანამედროვე აბორიგენული და ტორესის სრუტის კუნძულების მკვიდრთა ფესტივალი Tarnanthi იმართება.