ადელაიდა
From Wikipedia, the free encyclopedia
ადელაიდა (ინგლ. Adelaide) — ქალაქი ავსტრალიაში, სამხრეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქი და მისი ყველაზე დიდი ქალაქი. ავსტრალიის სიდიდით მე-5 ქალაქი სიდნეის, მელბურნის, ბრიზბენის და პერთის შემდეგ. ქალაქში 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ცხოვრობდა 1 225 235 ადამიანი[1]. მდებარეობს სამხრეთის ოკეანის, წმინდა ვინსენტის ყურის სანაპიროზე, ადელაიდის ვაკეებზე, ფლოროს ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთით, ლოფტის მთის ქედის ძირში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ადელაიდა ინგლ. Adelaide | |||||
| |||||
ქვეყანა | ავსტრალია | ||||
დაქვემდებარება | შტატის დედაქალაქი | ||||
შტატი | სამხრეთი ავსტრალიასამხრეთი ავსტრალია | ||||
შიდა დაყოფა | Adelaide, Adelaide Hills, Burnside, Campbelltown, Charles Sturt, Gawler, Holdfast Bay, Marion, Mitcham, Norwood, Payneham and St Peters, Onkaparinga, Playford, Port Adelaide Enfield, Prospect, Salisbury, Tea Tree Gully, Unley, Walkerville და West Torrens | ||||
კოორდინატები | 34°56′00″ ს. გ. 138°35′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1836 | ||||
ფართობი | 1826,9 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 43 მ | ||||
მოსახლეობა | 1 225 235 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 670,66 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+9:30 | ||||
სატელეფონო კოდი | +61 8 | ||||
საფოსტო ინდექსი | 5000 | ||||
ოფიციალური საიტი | cityofadelaide.com.au | ||||
ქალაქი დაარსდა 1836 წლის 28 დეკემბერს, როგორც დედაქალაქი, რომელიც ავსტრალიაში იყო ერთადერთი თავისუფალი ბრიტანული დასახლება. სახელი ეწოდა მეფე უილიამ IV-ის მეუღლის, დედოფალ ადელაიდას პატივსაცემად. ქალაქის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, პოლკოვნიკმა უილიამ ლაიტმა, შეიმუშავა ქალაქის გეგმა და შეარჩია ქალაქის განლაგების ადგილი მდინარე ტორენსის ნაპირზე. უილიამ პენის გავლენით, ლაიტმა ქალაქის ქუჩებს უჯრედის ფორმა მისცა, რომელშიც ერთმანეთს კვეთავენ ფართე ბულვარები და მოედნები. ქალაქის ცენტრი მთლიანად გარშემორტყმულია საპარკე ზონით. ადრეული ადელაიდა გახდა რელიგიური თავისუფლების, პროგრესული პოლიტიკის და სამოქალაქო უფლებების ციტადელი, რომლებმაც მოიტანეს უნიკალური სოციალური რეფორმების ჩატარება. დღეს ადელაიდა განთქმულია თავისი ფესტივალებით, ასევე ღვინით, ხელოვნებით და სპორტული მიღწევებით.
როგორც სამხრეთ ავსტრალიის სამთავრობო და კომერციული ცენტრი, ადელაიდა ფლობს სახელმწიფო და ფინანსური დაწესებულებების დიდ რაოდენობას. მათი უმრავლესობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ასევე შემოგარენში.