ჯონ პიტერ რასელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ პიტერ რასელი (ინგლ. John Peter Russell)(დ. 16 ივნისი, 1858 — გ. 30 აპრილი, 1930) — ავსტრალიელი იმპრესიონისტი მხატვარი.
ჯონ პიტერ რასელი | |
---|---|
დაიბადა | 16 ივნისი, 1858 |
დაბადების ადგილი | სიდნეი, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია |
გარდაიცვალა | 30 აპრილი, 1930 (71 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სიდნეი |
ეროვნება | ავსტრალიელი |
სფერო | მხატვრობა |
მიმდინარეობა | იმპრესიონიზმი |
ჟანრი | პორტრეტი |
დაიბადა და გაიზარდა სიდნეიში, რასელი ჩავიდა ევროპაში გვიანი თინეიჯერობის ასაკში, რათა მიეღო სამხატვრო განათლება. ცნობილია ფაქტი, რომ ის სწავლობდა ცნობილ ნიდერლანდელ პოსტიმპრესიონისტ მხატვართან, ვინსენტ ვან გოგთან ერთად, და სწორედ მან დახატა შემდგომში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი მხატვრის პირველი პორტრეტი, რომელიც ამჟამად ვან გოგის მუზეუმში ინახება. ვინსენტსა და რასელს მთელი სიცოცხლის მანძილზე არ შეუწყვიტავთ კონტაქტი. რასელის ნამუშევრებით ასევე აღფრთოვანებული იყვნენ ფრანგი იმპრესიონისტები, რომლებთან ერთადაც ის ხშირად ხატავდა. რასელი მოხუცებულობის ასაკში დაბრუნდა სიდნეიში, სადაც გარდაიცვალა. რასელის ნამუშევრები ინახება ისევე როგორც მის მშობლიურ ქალაქში, ასევე ევროპის წამყვან მუზეუმებში.