სიდნეი
From Wikipedia, the free encyclopedia
სიდნეი (ინგლ. Sydney წარმოითქმის [ˈsɪdni][3]) — ავსტრალიის ყველაზე დიდი ქალაქი. მისი ფართობი 12 144,6 კმ²-ია[4], ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლის აღწერით შეადგენს 4 391 674 ადამიანს[5]. ქალაქი 1788 წელს დააარსა არტურ ფილიპმა, რომელიც აქ ჩამოვიდა პირველი ფლოტის (ინგლ. First Fleet) ხელმძღვანელად და იგი ავსტრალიაში პირველი ევროპული კოლონიალური დასახლების ადგილია[6]. ატარებს ბრიტანეთის იმდროინდელი კოლონიების მინისტრის, ლორდ სიდნეის სახელს. ქალაქი ახალი სამხრეთი უელსის შტატის დედაქალაქია. იგი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო, საფინანსო და ეკონომიკური ცენტრია. აქ განლაგებულია 90-ზე მეტი ბანკი და 400-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის ადგილობრივი ფილიალი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სიდნეი ინგლ. Sydney | |||||
| |||||
ქვეყანა | ავსტრალია | ||||
შტატი | ახალი სამხრეთი უელსიახალი სამხრეთი უელსი | ||||
კოორდინატები | 33°51′35″ ს. გ. 151°12′40″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1788 | ||||
ფართობი | 12 144,6 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 6 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 4 391 674 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 361,615 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+10, ზაფხულში UTC+11 | ||||
სატელეფონო კოდი | 0272[1] [2] , 0273[1] [2] , 0274[1] [2] , 0276[1] [2] , 0277[1] [2] , 0279[1] [2] , 0280[1] [2] , 0282[1] [2] , 0283[1] [2] , 0285[1] [2] , 0288[1] [2] , 0290[1] [2] , 0291[1] [2] , 0292[1] [2] , 0293[1] [2] , 0294[1] [2] , 0295[1] [2] , 0296[1] [2] , 0297[1] [2] , 0298[1] [2] და 0299[1] [2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 2000 | ||||
ოფიციალური საიტი | cityofsydney.nsw.gov.au | ||||
სიდნეი მდებარეობს ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. დასახლება შენდებოდა ლამაზი, მრგვალი, პატარა სიდნეის უბის (ინგლ. Sydney cove) ნაპირზე, რომელიც მდებარეობს პორტ-ჯექსონის ყურის შუა ნაწილის სამხრეთში და გამოყოფილია ტასმანიის ზღვისაგან ვიწრო სრუტით (~1 კმ). შემდგომში ქალაქი შენდებოდა პორტ-ჯექსონის ყურის სამხრეთით (ის სიგრძით 20 კმ-მდეა, სიგანით 1-დან 3 კმ-მდე და სიღრმით 50 მ-მდე), ხოლო შემდეგ მის გარშემო. ამ მიზეზით სიდნეის ხშირად ეძახიან «უბესთან ირგვლივ მყოფ ქალაქს» (ინგლ. The Harbour City).
თანდათან ქალაქის ნაგებობებმა მთლიანად მოიცვა პორტ-ჯექსონის ყურე, რომელიც სამი უბისგან შედგება — სიდნეი-ჰარბორისაგან, შუა უბისაგან (ინგლ. Middle Harbour) და ჩრდილოეთი უბისაგან (ინგლ. North Harbour). დღეისათვის სიდნეი კიდევ უფრო გაიზარდა და მოიცავს სამხრეთში მდებარე ტასმანიის ზღვის ბოტანიკურ სრუტეს (ინგლ. Botany Bay), რომლის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს კინგსფორდ სმიტის სახელობის სიდნეის საერთაშორისო აეროპორტი.
ქალაქი სიდნეი განთქმულია თავისი ოპერის თეატრით, ჰარბორ-ბრიჯის ხიდით და პლაჟებით. დიდი სიდნეის საცხოვრებელი კვარტლები გარშემორტყმულია ეროვნული პარკებით. სანაპირო ზოლი (როგორც გარე «საზღვაო», ისევე შიდა ქალაქის) საკმაოდ დაკლაკნილია. იქ მრავლადაა ბევრი სრუტეები, უბეები, კუნძულები და პლაჟები.
1999 წლის ლოუბოროს უნივერსიტეტის კლასიფიკაციის თანახმად ქალაქი მიეკუთვნება ბეტა-კლასის ქალაქების კატეგორიას[7]. სიდნეი იყო მრავალრიცხოვანი საერთაშორისო პოლიტიკური და სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი, როგორებიცაა: 1938 წლის თანამეგობრობის თამაშები, 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 2003 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი. 2007 წლის სექტემბერში სიდნეიში შედგა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა, 2008 წლის ივლისში აქ გაიმართა 2008 წლის ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
სიდნეი ერთ-ერთი ყველაზე მრავალკულტურული და მრავალეროვნული ქალაქია მსოფლიოში, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ქალაქი იმიგრანტების ძირითადი საცხოვრებელი ადგილია, რომლებიც მუდმივად საცხოვრებლად ჩამოდიან ავსტრალიაში[8]. მერსერის გამოკვლევების თანახმად, სიდნეის ავსტრალიაში პირველი და მსოფლიოში 66-ე ადგილი უკავია ცხოვრების ღირებულების მიხედვით[9].