1960-იანი წლების კონტრკულტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
1960-იანი წლების კონტრკულტურა — კულტურული ფენომენი, რომელიც წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში და შემდეგ გავრცელდა დასავლური სამყაროს სხვა ქვეყნებში. კონტრკულტურა დაიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში, რაც დაემთხვა აშშ-ში აფრო-ამერიკელთა უფლებათა დაცვის მოძრაობის მომძლავრებას, ხოლო ამერიკელთა ვიეტნამში შეჭრის შემდეგ უკვე რევოლუციური სახე მიიღო[1][2][3].
1960-იანი წლების კონტრკულტურა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა „ბავშვთა ბუმმა“ დაბადა ახალი თაობა, რომელთაც დაიწყეს ამერიკული და სხვა დემოკრატიული საზოგადოებების ფასეულობათა გადაფასება[4][5][6]. ომის შემდგომმა შედარებითმა სიმშვიდემ ახალგაზრდობას საშუალება მისცა მატერიალური საზრუნავიდან ყურადღება გადაეტანათ სოციალურ და რასობრივ თემებზე, რაც ვერ შეძლეს მათმა დიდი დეპრესიის პერიოდის მშობლებმა[7].
კონტრკულტურამ მოიტანა ახალი კულტურული ფორმები: The Beatles-ის მუსიკა, ცენზურისგან თავისუფალი რეჟისორების ფილმები, ჰიპური სუბკულტურა და მრავალი სხვა.