Big Bang (ჯგუფი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Big Bang (კორ. 빅뱅, ბიგბენგ; ქართულად: დიდი აფეთქება, ხშირად სტილიზებული BIGBANG-მდე) — სამხრეთ კორეის ბიჭების მუსიკალური ჯგუფი. ჯგუფის შექმნის ისტორია ნაჩვენები იყო ტელევიზიაში 2006 წელს ივლისიდან აგვისტომდე მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის სახით რომლის სახელწოდებაც იყო „დოკუმენტური ფილმი Big Bang-ის შესახებ“ (Big Bang Documentary). შოუ ასევე კაბელურ არხებზეც გადიოდა GomTV და MTV კორეაზე. თავდაპირველად ჯგუფი 6 წევრისგან შედგებოდა, რომლიდანაც ერთ-ერთი წევრი Jang Hyun Seung (ჯგუფი BEAST-ის ყოფილი წევრი), გაგდებული იქნა შოუს ტრანსლაციის დროს ოფიციალურ დებიუტამდე.
YG Entertainment-თან კონტრაქტის დადებით, Big Bang-მა გამოუშვა რამდენიმე წარმატებული სინგლი და მინი-ალბომი. ჯგუფის პირველი რელიზი გახდა ალბომი «Always» (2007 წელი), რომლის ხიტ სინგლიც იყო «Lies» (거짓말, ქეოჯიმალ, „ტყუილი“). შემდეგი მინი-ალბომები «Hot Issue» და «Stand Up» ასევე იყვნენ წარმატებულნი[1]. „წლის არტისტის“ ჯილდოს და წოდების მიღების შემდეგ მუსიკალურ ფესტივალზე M.net KM Music Festival და კორეის დაჯილდოების ცერემონიაზე Seoul Gayo Daesang Award, ჯგუფმა აქტიური მოღვაწეობა დაიწყო იაპონიაში, რამდენიმე მინი-ალბომის და ციფრული სინგლის გამოშვებით. ბიჭები თითქმის საერთოდ არ ატარებდნენ ამ ნაშრომების პრომოუშენს, მაგრამ პირველი იაპონური ფიზიკური სინგლის „My Heaven“ გამოშვების შემდეგ ერთ წელიწადში, ისინი უკვე ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა იაპონიის შოუებს და მისუკალურ პროგრამებს.
2009 წლის დასრულებამდე სახელწოდება „Big Bang“ ლიდერი გახდა საძიებო ჩარტებში. ისინი ასევე გახდნენ პირველი უცხოური გუნდი იაპონიაში, რომელმაც აიღო ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო ახალი გუნდი Japan Cable Broadcasting Award-ზე,და პირველი კორეელი არტისტი, რომელმაც აიღო ჯილდო Japan Record Award[2]. გასული წლების მანძილზე ჯგუფის წევრები ასევე სოლო მოღვაწეობას შეუდგნენ: თეიანგმა და G-Dragon-მა გამოუშვეს სოლო ალბომები და სინგლები, იმ დროს როდესაც T.O.P, დესონგი და სეუნგრი შეუდგნენ მსახიობობას.
აზია-წყნარიოკეანური რეგიონის წარდგენით, Big Bang გახდნენ „საუკეთესო საზღვარგარეთის არტისტი“ ჯილდოს მფლობელები დაჯილდოების ცერიმონია MTV Europe Music Awards-ზე 2011 წელს, (EMA), რომელიც შედგა 2011 წლის 6 ნოემბერს ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდია[3]. ლეგენდარული ჯგუფი Queen-ის გარდა, რომელიც ცერემონიაზე ვოკალისტების სახით ადამ ლამბერტოვთან ერთად გამოდიოდნენ და მიიღეს ჯილდო „მსოფლიო ხატი“[4], Big Bang იყვნენ ЕМА 2011-ს ერთადერთი გამარჯვებულები, რომლებიც არ იყვნენ ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლები[5].
Big Bang-ის ოფიციალური ფან-კლუბის სახელწოდებაა V.I.P[6], ეს ეწოდათ სინგლი „BigBang Is V.I.P“-ის გამოსვლის შემდეგ.