YG Entertainment
From Wikipedia, the free encyclopedia
YG Entertainment (კორ. YG 엔터테인먼트) — სამხრეთ კორეული გასართობი კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს სამხრეთ კორეაში, სეულში. „YG“ შემოკლებული სახელი „Yang Goon“-სა, იმისთვის რომ მითითებული ყოფილიყო დირექტორისა და დამფუძნებლის სახელი იანგ ჰიუნ-სუკი,[2][3] ის დაარსდა, როგორც ჩამწერი სტუდია, მაგრამ კომპანია ასევე მართავდა ტალანტების სააგენტოს, ტანაცმლის ხაზს, კოსმეტიკურ ბრენდებს, საკონცერტო კომპანიას, ღონისძიებების ორგანიზატორებს და სხვა შვილობილ საწარმოებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩამწერი სტუდია კეი-პოპ ინდუსტრიაში, რომელიც შედის „big three“-ში S.M. Entertainment-თან და JYP Entertainment-თან ერთად.[4]
ტიპი | საზოგადო |
---|---|
დარგი | |
დაფუძნდა | 1996 წლის 24 თებერვალს |
პროდუქცია |
|
შემოსავალი | US$150 მილიონი (2012)[1] |
საწარმოო შემოსავალი | US$28 მილიონი (2012) |
სუფთა მოგება | US$37. 5 მილიონი (2012) |
მფლობელი |
|
თანამშრომელი | 254 |
საიტი | ygfamily.com |
წინათ ჰიპ-ჰოპის მთავარი ჯგუფი იყო 1TYM, ახლა კი ისეთი არტისტების როგორებიც არიან Big Bang, Blackpink და 2NE1 საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს კეი-პოპ სამყაროდან, ასევე მსახიობები კანგ დონგ-ვონ, ჩა სეუნგ-ვონ და ლი ჯონგ-სუკ დიდი პოპულარობეით სარგებლობენ არა მარტო კორეაში, არამედ მთელ მსოფლიოში. წვლილის თვალსაზრისით Big Bang არის კომპანიის ყველაზე დიდი არტისტი. მათი 2015 წლის ალბომი 4,2 მილიონი ცალი გაიყიდა ჩინეთში[5] და 13,3 მილიონი აზიაში.[6] ოფიციალურად YG-is დ მის არტისტებს YouTube-ში 7 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.[7]