Clairo
From Wikipedia, the free encyclopedia
კლერ ელიზაბეთ კოტრილი, ცნობილი როგორც Clairo (ინგლ. Claire Elizabeth Cottrill; დ. 18 აგვისტო, 1998, ატლანტა, ჯორჯია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. დაიბადა ატლანტაში და გაიზარდა კარლაილში, მასაჩუსეტსი. მუსიკის წერა და მისი ინტერნეტ პლატფორმებზე განთავსება 13 წლის ასაკში დაიწყო.[2]
Clairo | |
---|---|
ინგლ. Claire Elizabeth Cottrill | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კლერ ელიზაბეთ კოტრილი |
დაბ. თარიღი | 18 აგვისტო, 1998 (1998-08-18) (25 წლის)[1] |
დაბ. ადგილი | ატლანტა |
წარმოშობა | ატლანტა, ჯორჯია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | Bedroom pop, lo-fi, electropop, indie rock, indie pop, soft rock |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების |
ინსტრუმენტ(ებ)ი | |
აქტიური | 2012 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | clairo.com |
Clairo ვიკისაწყობში |
მუსიკოსმა პოპულარობა მოიპოვა 2017 წელს, როდესაც გამოუშვა სინგლი „Pretty Girl".[3][4] შემდგომში მან ხელი მოაწერა კონტრაქტს მუსიკალურ, ხმის ჩამწერ ლეიბლთან. ამის შემდეგ, მან გამოუშვა თავისი სადებიუტო EP Diary 001 (2018).[5] მუსიკოსის სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Immunity (2019) კრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ალბომთან ერთად მომღერალმა გამოუშვა სინგლები — „Bags" და „Sofia", ეს უკანასკნელი კი გახდა მუსიკოსის პირველი სინგლი, რომელიც მოხვდა Billboard Hot 100-ში.[6]
Clairo-ს მეორე სტუდიური ალბომი, Sling, გამოვიდა 2021 წელს. გამოსვლისთანავე ალბომმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და კომერციული წარმატება ხვდა წილად. იგი აშშ-ის ალბომების ჩარტში, Billboard 200, ტოპ 20-ში მოხვდა.