ColecoVision
From Wikipedia, the free encyclopedia
ColecoVision — 8 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Coleco-ს მიერ 1982 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში, 1983 წელს ევროპაში. Atari 2600-ისგან განსხვავებით, ColecoVision მომხმარებლებს სთავაზობდა არკადული სისტემის მსგავს მძლავრ გრაფიკას და შესაძლებლობებს, აგრეთვე ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების შესაძლებლობას.
ColecoVision | |
---|---|
ColecoVision კონტროლერთან ერთად | |
მწარმოებელი | Coleco |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ჩრდ.ამ. აგვისტო, 1982 ევრ ივლისი, 1983 |
თავდაპირველი ფასი | 175 აშშ დოლარი[1] |
შეწყდა | 1985 |
გაიყიდა | 2 მილიონი |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Zilog Z80 |
მეხსიერების საცავი | 8/16/24/32 კბ |
გრაფიკა | TMS9928A |
ხმა | SN76489A-ის ჩიპი |
შეტანა | 175 |
კონტროლერის შეტანა |
|
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Donkey Kong“ (კომპლექტში) |
წინა | Coleco Adam |
შემდეგი | Coleco Telstar |
კონსოლის თავდაპირველი ფასი 175 აშშ დოლარს შეადგენდა. ის მოიხმარდა NEC-ის Zilog Z80A-ს ცენტრალურ პროცესორს 3.58 მჰც ტაქტური სიხშირით, Texas Instruments TMS9928A-ის ვიდეო პროცესორს 256×192 გაფართოებით, Texas Instruments SN76489A-ის ხმის ჩიპს და 1 კბ ოპერატიულ მეხსიერებას. რაც შეეხება თამაშების ბიბლიოთეკას, გამოშვებისთანავე კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო 12 თამაში, მათ შორის Nintendo-ს „Donkey Kong“, Sega-ს „Zaxxon“ და შედარებით ნაკლებად ცნობილი პროექტები როგორებიცაა „Lady Bug“, „Cosmic Avenger“, „Venture“. 1982-1984 წლებში დაახლოებით 145 თამაში გამოიცა.[2] კონსოლისთვის, აგრეთვე გამოვიდა რამდენიმე სპეციალური ხელსაწყო გაფართოების მოდული, რომლებსაც გააჩნდათ სხვადასხვა დატვირთვა. „გაფართოების მოდული #1“ Atari 2600-ის თამაშების გაშვების საშუალებას იძლეოდა.[3]
1982 წლის ბოლო გაიყიდა 500 ათასი ეგზემპლარი.[4][5] ColecoVision-ის ეს წარმატება გარკვეულწილად განაპირობა Nintendo-სთან დადებულმა შეთანხმებამ, რითაც Coleco-ს ეძლეოდა უფლება კონსოლთან ერთად კომლექტში გაეყიდა Nintendo-ს თამაში Donkey Kong.[6] ვიდეო თამაშების კრიზისამდე 1983 წელს გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა,[7] ხოლო 1984 წლის დასაწყისისთვის კონსოლის გაყიდვებმა შესამჩნევად იკლო.[8] ფაქტი იმის შესახებ თუ რამდენი მილიონი ასლი გაიყიდა მთლიანობაში უცნობია, თუმცა 1984 წლის ზაფხულში გაყიდვებმა 2 მილიონი შეადგინა.[8] 8 თვის შემდეგ Coleco-მ დატოვა ვიდეო თამაშების ბაზარი,[9][10] ხოლო 1985 წლის ოქტომბერში ColecoVision-ის წარმოება შეწყდა.[11] მისი შეჩერების მთავარ მიზეზად მიჩნეულია 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი.[12] 1986 წელს Bit Corporation-მა შექმნა ColecoVision-ის კლონი Dina, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკაში Telegames Personal Arcade-ის სახელით გამოსცემდა კომპანია Telegames.[1]
2009 წელს საიტ IGN-მა თავის სიაში „25 საუკეთესო სათამაშო კონსოლი“ ColecoVision-ს 12-ე ადგილი მიუჩინა.[13] 1996 წელს პროგრამისტმა კევინ ჰორტონმა შექმნა ColecoVision-ის პირველი Homebrew თამაში „Kevtris“, რომელიც „ტეტრისის“ კლონს წარმოადგენს.[14][15] 1997 წელს Telegames-მა გამოუშვა ColecoVision-ის თამაშების კოლექცია Microsoft Windows-ისთვის.[16] ხოლო 2014 წელს AtGames-მა გამოსცა კონსოლი სახელწოდებით ColecoVision Flashback, რომელიც მოიცავს 60 თამაშს, მათ შორის Sega-ს „Zaxxon“-ს და Exidy-ის „Venture“-ს.[17]