Commodore CDTV
From Wikipedia, the free encyclopedia
Commodore CDTV — კომპანია Commodore International-ის მიერ 1991 წელს გამოშვებული მეოთხე თაობის მულტიმედიური სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, დაფუძნებული Amiga 500-ის პლატფორმაზე, რომელიც დამატებითი პერიფერიალების მეშვეობით ასრულდებდა პერსონალური კომპიუტერის ფუნქციას. ის შეიქმნა CD დამკვრელის ფორმით, რომლის პულტი, ასევე მუშაბოდა, როგორც ჯოისტიკი. მოგვიანებით მასზე დაიწყეს კლავიატურისა და მაუსის გამოშვება.
CDTV.jpg | |
---|---|
მწარმოებელი | Commodore International |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი/პერსონალური კომპიუტერი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი | მარტი, 1991; 32 წლის წინ (1991-03) |
თავდაპირველი ფასი | 999 აშშ დოლარი |
მედია | CD-ROM |
ოპერაციული სისტემა | AmigaOS 1.3 |
პროცესორი | Motorola 68000 @ 7 მჰც |
მეხსიერება | 1 მბ RAM |
წინა | Commodore 64 Games System |
შემდეგი | Amiga CD32 |
CDTV შიდა აპარატული თვალსაზრისით Amiga 500-ის იდენტური იყო,[1] თუმცა სტანდარტულ მედია საშუალებად გამოიყენებდა არა ფლოპი დისკს, არამედ CD-ROM მოწყობილობას და თან მოჰყვებოდა დისტანციური მართვის პულტი. მასში განთვასებული იყო Motorola 68000-ის ცენტრალური პროცესორი, 1 მბ ოპერატიული მეხსიერება და მუშაობდა AmigaOS 1.3-ის ოპერაციულ სისტემაზე.
Commodore-მა CDTV დააანონსა 1990 წლის Consumer Electronics Show-ზე, ჩიკაგოში.[2] კონსოლის შემქმნელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა Atari-ის დამფუძნებელი ნოლან ბუშნელი. პროდუქტის დებიუტი ჩრდილოეთ ამერიკაში შედგა 1991 წლის მარტს, ლას ვეგასში და მისი საბაზრო ფასი 999 აშშ დოლარს შეადგენდა.[3] ხოლო ბრიტანეთში გამოვიდა იმავე წელს, ლონდონში,[4] რომლის ფასი 499 ფუნტი სტერლინგი იყო, რასაც თან ახლდა პულტი და ორი პროგრამული პაკეტი.[5] მაღალი ფასისა და სხვადასხვა შიდა აპარატული პრობლემების გამო ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდა. მოგვიანებით კომპანიამ შეიმუშავა კონსოლის განახლებული და შედარებით იაფი ვერსია, CDTV-II, რომელიც არასდროს გამოცემულა.[6] 1993 წელს კომპანიის ახალი პროდუქტის, Amiga CD32-ის გამოსვლის ფარგლებში CDTV-ის წარმოება შეწყდა. ეს უკანასკნელი წინამორბედის მსგავსად დაფუძნებული იყო Amiga-ს აპარატულ უზრუნველყოფაზე, თუმცა გამიზნული იყო სათამაშო ბაზრისთვის.