G-Dragon (მომღერალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კვეონ ჯი იონი (კორ. 권지용, მეტად ცნობილი სასცენო სახელით G-Dragon („G드래곤“) (დ. 18 აგვისტო, 1988) — სამხრეთ კორეელი მომღერალი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მოდელი, ქეი-პოპ ჯგუფის Big Bang ლიდერი.
G-Dragon | |
---|---|
G-Dragon 2015 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კვონგ ჯიონი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | G-Dragon, GD (지디), Leader Kwon 권리더 |
დაბ. თარიღი | 18 აგვისტო, 1988 (1988-08-18) (35 წლის) |
დაბ. ადგილი | სამხრეთი კორეა |
წარმოშობა | კორეელი |
ლეიბლ(ებ)ი | YG Entertainment |
ხელმოწერა | |
საიტი | ygbigbang.com/gdragon |
G-Dragon ვიკისაწყობში |
6 წლიანი ვარჯიშის მერე სააგენტო YG Entertainment-ში, G-Dragon-ს ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ჯგუფთან Big Bang, სადაც ლიდერისა და ერთ-ერთი წამყვანი რეპერის როლი უკავია. G-Dragon-მა დაწერა და დააპროდიუსერა Big Bang-ის უბმრავლესობა სიმღერა, იმ ჰიტების ჩათვლით როგორებიცაა „Lies“, „Last Farewell“ და „Haru Haru“.
მან გამოუშვა თავისი სოლო ალბომი „Heartbreaker“ (გულიჭამია) 2009 წელს. ალბომი გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომ დისკი, რომელიც გაყიდული იყო 200 000 ეგზემპლარის სახით, და ასევე მინიჭებული ჰქონდა სახელწოდება „წლის ალბომი“ მუსიკალურ პრემიაზე „Mnet Asian Music Awards“. „Heartbreaker“ ასევე გახდა არტისტის პრობლემების წყარო, სადაც პლაგიატიზმს აბრალებდნენ.
ერთ წლიანი შეჩერების შემდეგ G-Dragon და მისი ჯგუფის კოლეგა T.O.P 2010 წელს ერთობლივ ალბომს უშვებენ სახელწოდებით GD&TOP. ასევე გამოშვებული იყო ორი დამატებითი სინგლი: „High High“, „Oh Yeah“, და „Knock Out“, — მათგან სამივემ დაიკავე უმაღლესი ადგილები ჩარტში Gaon, ხოლო „High High“ განთავსდა სამხრეთ კორეის სხვა მუსიკალურ ჩარტებშიც.
2014 წელს კოლექტივმა GDxTAEYANG გამოუშვეს ჰიტი „Good boy“, რომელმაც ასევე დაიკავა უმაღლესი ადგილი მუსიკალურ ჩარტებში, როგორც კორეულებსა და აზიურებში ასევე საზღვარგარეთის. სინგლმა პირველი ადგილი დაიკავა Inkigayo-ზე. 1 მაისს დაბრუნდა თავის ჯგუფთან BIGBANG-თან ერთად ალბომით „MADE“
G-Dragon-ის გავლენა მუსიკალურ ინდუსტრიას საკმაოდ გაცდა, რადგან ის ხშირად ითვლება სამხრეთ კორეული მოდის კანონმდებლად. საკმაოდ პროდუქტიული იყო ჯიეონის თანამშრომლობა უცხოელ მოდელთან ფოტოსესიისდროს ჟურნალი VOGUE KOREA 2014 წელს, სადაც მათი ფოტო ჟურნალის ყდაზე მოხვდა.