Massive Attack
From Wikipedia, the free encyclopedia
Massive Attack — ინგლისური ტრიპ ჰოპ ჯგუფი ბრისტოლიდან, ჩამოყალიბებული 1988 წელს. მისი სადებიუტო ალბომი Blue Lines გამოვიდა 1991 წელს, ხოლო სინგლი „Unfinished Sympathy“ მოხვდა ჩარტებში და მოგვიანებით NME გამოკითხვაში დაიკავა ყველა დროის უდიდესი სიმღერიის სიის 63-ე ადგილი.[1] 1998 წლის Mezzanine, სიმღერით „Teardrop“ და 2003 წლის 100th Window ბრიტანეთის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდნენ. როგორც Blue Lines, ასევე Mezzanine წარმოდგენილები არიან როლინგ სტოუნის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში.[2][3]
სწრაფი ფაქტები ბიოგრაფია, წარმოშობა ...
Massive Attack | |
---|---|
ჯგუფი 2010 წელს, საკონცერტო გამოსვლა | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბრისტოლი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
ტრიპ-ჰოპი ელექტრონული მუსიკა ემბიენტი ალტერნატიული როკი |
აქტიური | 1988–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები |
რობერტ დელ ნაია („3D“) გრანტ მარშალი („Daddy G“) |
ყოფილი წევრები | ენდრიუ ვაულზი („Mushroom“) |
საიტი | www.massiveattack.co.uk |
Massive Attack ვიკისაწყობში |
დახურვა
ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის, Brit Award საუკეთესო ბრიტანული საცეკვაო შემსრულებლისთის, ორი - MTV Europe Music Awards-ზე და Q-ს ორი ჯილდო.[4][5] მათ მიერ გამოცემული ხუთი ალბომი გაიყიდა 11 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით.