Nintendo 3DS
From Wikipedia, the free encyclopedia
Nintendo 3DS იაპონ. ニンテンドー3DS, აბრევიატურა 3DS) — პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელსაც აწარმოებს იაპონური კომპანია Nintendo. 3DS-ს შეუძლია სტერეოსკოპიური 3D ეფექტის გამოსახვა ეკრანზე 3D სათვალეებისა თუ რაიმე სახის დამატებითი აქსესუარების გარეშე. ნინტენდომ კონსოლი დაანონსა 2010 წლის მარტს და ოფიციალურად დაადასტურა 2010 წლის E3-ის-ის კონფერენციაზე[7][8]. ეს არის Nintendo DS-ის მემკვიდრე[9] და კონკურენციას უწევს PlayStation Vita-ს[10].
Nintendo 3DS Nintendo 3DS XL | |
---|---|
სხვა სახელწოდებები | 3DS, 3DS XL (აბრევიატურა) |
შემქმნელი | Nintendo RED |
მწარმოებელი | Nintendo, Foxconn |
პროდუქტის ოჯახი | Nintendo 3DS-ის სერია |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მერვე თაობა |
გამოშვების თარიღი | |
საცალო გაყიდვაში | 2011-დღემდე |
თავდაპირველი ფასი |
Nintendo 3DS: 25,000 იაპონური იენი/249 აშშ დოლარი/349.95 ავსტრალიური დოლარი Nintendo 3DS XL: 18,900 იაპონური იენი/199 აშშ დოლარი/349 ავსტრალიური დოლარი |
გაიყიდა | მსოფლიოში: 59.79 მილიონი (2016 წლის 30 ივნისი მონაცემით)[5] |
მედია |
ფიზიკ. და ციფრული
|
ოპერაციული სისტემა | Nintendo 3DS-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა |
კვება |
ბატარეა
|
პროცესორი | ორბირთვიანი ARM11 MPCore, ერთბირთვიანი ARM9 |
მეხსიერება | 128 მბ FCRAM, 6 VRAM |
მეხსიერების საცავი | 1 გბ ჩაშენებული ფლეშ მეხსიერება |
ამოღებადი საცავი |
2 გბ SD ბარათი (3DS) 4გბ SDHC ბარათი (3DS XL) |
მონიტორი |
LCD ეკრეანი |
გრაფიკა | DMP PICA200-ის GPU |
ხმა | სტერეო სპიკერი, მიკროფონი |
შეტანა | A/B/X/Y ღილაკები |
კამერა | VGA კამერა |
კავშირი | 2.4 გჰც 80211b.g Wi-Fi, ინფრაწითელი |
ონლაინ სერვისები |
Nintendo Network
|
ზომა | |
წონა |
კორპუსი
|
ყველაზე გაყიდვადი თამაში |
Pokémon X and Y, 14.98 მილიონი ასლი (2016 წლის მონაცემით)[6] |
უკუთავსებადობა | Nintendo DS/DSi, Virtual Console |
წინა | Nintendo DS-ის სერია |
დაკავშირებული სტატიები |
Famicom 3D System Virtual Boy |
საიტი | ოფიციალური საიტი |
კონსოლი მომხმარებლებს სთავაზობს სიახლეებს: კომუნიკაციის სისტემები StreetPass და SpotPass, დამატებითი რეალობა, რომელიც იყენებს 3D კამერას და ასევე ვირტუალური კონსოლი, რაც იძლევა მისი წინამორბედი კონსოლების თამაშების გადმოწერისა და თამაშის საშუალებას. იგი ასევე აღჭურვილია სხვადასხვა აპლიკაციებით, მათ შორის არის: ონლაინ დისტრიბუციის მაღაზია Nintendo eShop, სოციალური ქსელი Miiverse, ინტერნეტ ბრაუზერი Netflix და ვიდეო ჰოსტინგის სერვისები, Hulu Plus და Youtube და ა.შ.
კონსოლი პირველად გამოვიდა იაპონიაში 2011 წლის 26 თებერვალს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები დაიწყო 2011 წლის მარტის თვეში[11][12]. 6 თვის შემდეგ, 2011 წლის 28 თებერვალს ნინტენდომ კონსოლის ფასი 249 დოლარიდან 169 დოლარამდე დაწია[13]. კომპანია მყიდველს, იმ შემთხვევაში თუ კონსოლს თავდაპირველ ფასში შეიძენს, უფასოდ სთვაზობს Nintendo Entertainment System-ის და Game Boy Advance-ის ათ თამაშს, Nintendo eShop-ის მეშვეობით[14]. ამ სტრატეგიის წყალობით კონსოლი გახდა პოპულარული და გაყიდვების კუთხით იგი იქცა ნინტენდოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტად. 2016 წლის 30 ივნისის მონაცემით, 3DS-ის გაყიდვებმა 59.79 მილიონ ეგზემპლიარს მიაღწია[5].
კონსოლის წარმატებამ განაპირობა მისი დიზაინის სახეცვლილება და 2012 წლის ივლისში გამოვიდა Nintendo 3D XL, რომელიც ორიგინალთან შედარებით არის ზომით ფართე და დიდი ეკრანი აქვს[15]. 2013 წლის ოქტომბერში დასავლური ბაზრისთვის გამოიცა Nintendo 2DS, რომელსაც არ გააჩნია 3D ფუნქცია[16]. New Nintendo 3DS-ს, გამოსული 2014 წლის ოქტომბერში, XL-ს აქვს გაუმჯობესებული პროცესორი, ანალოგის მეორე ჩხირი, დამატებითი ღილაკები, დახვეწილი კამერა და სხვა მახასიათებლები[17][18].