Nintendo DS Lite
From Wikipedia, the free encyclopedia
Nintendo DS Lite (იაპონ. ニンテンドーDS Lite) — მეშვიდე თაობის ორ ეკრანიანი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ. დაანონსდა 2006 წლის 26 იანვარს,[2] ხოლო გამოვიდა 2006 წლის 2 მარტს იაპონიაში, 1 ივნისს — ავსტრალიაში, 11 ივნისს — ჩრდილოეთ ამერიკაში, 23 ივნისს — ევროპაში, 26 ივნისს — ჩინეთში და 2007 წლის 18 იანვარს — სამხრეთ კორეაში.
Nintendo DS Lite | |
---|---|
შავი ფერის Nintendo DS Lite | |
სხვა სახელწოდებები | iQue DS Lite (ჩინეთი) |
მწარმოებელი | Nintendo |
პროდუქტის ოჯახი | Nintendo DS-ის ოჯახი |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეშვიდე თაობა |
გამოშვების თარიღი | |
შეწყდა | მსოფლიოში: 31 მარტი, 2014 |
გაიყიდა | მსოფლიოში: 93.86 მილიონი (31 მარტი, 2014)[1] |
პროცესორი | 67 მჰც ARM9 და 33 მჰც ARM7 |
მეხსიერების საცავი | 4 მბ RAM, 256 კბ ფლეშმეხსიერება |
კავშირი | Wi-Fi |
ონლაინ სერვისები | Nintendo Wi-Fi Connection |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „New Super Mario Bros“, დაახლოებით 30.80 მილიონი ასლი |
წინა |
Nintendo DS (ადრეული დიზაინი) Game Boy Advance |
შემდეგი |
Nintendo DSi (გადაკეთებული) Nintendo 3DS-ის ხაზი |
DS Lite არის Nintendo DS-ის შემცირებული ვერსია, განახლებული ეკრანით. მისი თავდაპირველი ფასი იაპონიაში შეადგენდა 16,800 იაპონურ იენას, აშშ-ში — 128 დოლარს, ევროპაში — 150 ევროს, კანადაში — 149 კანადურ დოლარს.[3]
მასზე თავსებადი იყო Game Boy Advance-ის და ორიგინალი DS-ის თამაშები. ყველაზე გაყიდვადი თამაშია „New Super Mario Bros“ (დაახლოებით 30.80 მილიონი ასლი). DS Lite ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსოლია — Nintendo-ზე დაყრდნობით, 2014 წლის 31 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა DS Lite-ის 93.86 მილიონი ასლი.[1]
სისტემა მოიხმარდა ARM9-ის ცენტრალურ პროცესორს 67 მჰც ტაქტური სიხშირით, ასევე ARM7-ის თანაპროცესორს 33 მჰც ტაქტური სიხშირით;[4] 3.12-ინჩიან სენსორულ LCD ეკრანს 256x192-ზე გაფართოებით; 4 მბ ოპერატიულ მეხსიერებას; 1000 მილიამპერიან ლითიუმ-იონურ აკუმულატორს 15-19 საათიანი ხანგრძლივობით (თამაშის პროცესში).
კონსოლს წილად ხვდა უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების კრტირიკოსებისაგან. 2020 წელს საიტმა Kotaku-მ თავის სიაში „25 საუკეთესო პორტატიული კონსოლი“ DS Lite-ს პირველი ადგილი მიუჩინა.[5] კონსოლის წარმოება შეწყდა 2014 წლის 31 მარტს.