RedOne
From Wikipedia, the free encyclopedia
ნადირ ხაიატი (ინგლ. Nadir Khayat) ცნობილია როგორც RedOne,[1] (დ. 10 აპრილი, 1972) — მაროკოელი პროდიუსერი და სიმღერების ავტორი.[2][3] ის არის ამერიკელ მომღერალ ლედი გაგას ისეთი სიმღერების თანაპროდიუსერი როგორებიცაა "Just Dance", "Poker Face","LoveGame","Bad Romance","Alejandro" და "Judas", მიიჩნევენ რომ ის არის ლედი გაგას წარმატების გასაღები.[4] იგი ასევე მუშაობდა ისეთ მომღერლებთან როგოირებიც არიან ჯენიფერ ლოპესი, Pitbull, ენრიკე იგლესიასი და One Direction მას ეკუთვნის სიმღერები "On the Floor", "Papi", "I Like It" და "Save You Tonight" ალბომიდან "Up All Night".[5] RedOne შექმნა საკუთარი ხმისჩამწერი ლეიბლი სახელწოდებით 2101 Records რომელიც წევრია Universal Music Group-ის.[6]
RedOne | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ნადირ ხაიატი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | RedOne |
დაბ. თარიღი | 10 აპრილი, 1972 |
დაბ. ადგილი | თეტუანი |
წარმოშობა | თეტუანი, მაროკო |
ჟანრ(ებ)ი | ჰაუსი, პოპი, საცეკვაო მუსიკა, ელექტრონიკა, R&B |
საქმიანობა | პროდიუსერი, სიმღერების ავტორი, მომღერალი |
აქტიური | 2003-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | 2101 Records |
საიტი | redoneworld.com |
RedOne ვიკისაწყობში |
მას უკვე აქვს გრემის ექვსი ნომინაცია, აქედან ორი გამარჯვება. 2009 წელს იგი გახდა ნომერ პირველი პროდიუსერი ბილბორდის ცხელი ასეულში.[7]
RedOne-ს ეკუთვნის 2011 წლის ევროვიზიის რუსეთის სახელით მონაწილე Alexey Vorobyov-ის სიმღერა.[8] ის ასევე პროდიუსერია მომღერალ შერის და ლედი გაგას დუეტის "The Greatest Thing",[9] რომელიც უნდა შეეტანათ შერის ოცდამეექვსე სტუდიურ ალბომში Closer to the Truth. მუშაობდა Porcelain Black-ის და ეშ სტაიმესტის სადებიუტო სტუდიურ ალბომებზე.