Revolver (ალბომი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Revolver — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომელიც ბრიტანეთში გამოვიდა 1966 წლის 5 აგვისტოს, ხოლო აშშ-ში - სამი დღის შემდეგ. ალბომით მოხდა ჯგუფის ევოლუცია Rubber Soul-ის შემდეგ. The Beatles იქცა სტუდიური ნოვატორული ხერხების აღმომჩენად, Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band-ის გამოცემამდე ერთი წლით ადრე. თავისი გამოსვლის შემდეგ, Revolver კრიტიკოსება ფართოდ აღიარეს, როგორც პოპულარული მუსიკის სტანდარტების კანონმდებელი, თუმცა ამერიკაში თავდაპირველად მისი შეფასება არც თუ ხმაურიანი იყო, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონმა გააკეთა სკანდალური განცხადება, რომელშიც ახსენა, რომ The Beatles ქრისტეზე უფრო პოპულარული იყო. ალბომი გამოირჩევა სხვადასხვა, ჯგუფისთვის მანამდე უჩვეულო მეთოდის გამოყენებით - ფირის ციკლებით ექსპერიმენტულ "Tomorrow Never Knows"-ში, კლასიკური სიმებიანი ოქტეტით "Eleanor Rigby"-ში და ინდური მუსიკის ელემენტებით "Love You To"-ში. "Yellow Submarine"-თან ერთად სინგლზე გამოცემის შემდეგ "Eleanor Rigby" საერთაშორისო ჰიტად იქცა.
Revolver | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი |
5 აგვისტო, 1966 (გაერთიანებული სამეფო) 8 აგვისტო 1966 (აშშ) | |||
ჩაიწერა | 6 აპრილი – 21 ივნისი 1966 | |||
სტუდია | EMI-ს სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 34:43 | |||
ლეიბლი | Parlophone | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — ქრონოლოგია | ||||
| ||||
The Beatles-ის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემების — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Revolver | ||||
|
ალბომის გრემის ჯილდოს მფლობელი გარეკანი შექმნილია კლაუს ფორმანის, ჰამბურგის პერიოდიდან ჯგუფის ერთ-ერთი ძველი მეგობრის მიერ. ბრიტანეთში ალბომის 14 სიმღერა 1966 წლის ივლისში რადიოსადგურებისთვის გავრცელდა. იენ მაკდონალდი მოგვიანებით წერდა, რომ Revolver-ის მუსიკა "ჯგუფის კარიერის რადიკალური ახალი ფაზა იყო".[1] გარდა სხვადასხვა სიახლის, როგორიც იყო სხვადასხვა სიჩქარის გამოყენება, შებრუნებული ფირები, სესიების შედეგად გამოიგონეს ავტომატური ორმაგი ტრეკინგი - ტექნოლოგია, რომელიც მალე ხმისჩამწერი ინდუსტრიის ერთ-ერთ ნაწილად იქცა. სესიების დროს აგრეთვე ჩაიწერა სიმღერები "Paperback Writer" და "Rain", რომლებიც გამოვიდა ცალკე სინგლზე. ჯგუფმა მათთვის გადაიღო თავისი პირველი პრომო ფილმები.
ბრიტანეთის ალბომების ჩარტში ალბომი 34 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. აქედან შვიდი კვირის განმავლობაში მას პირველი პოზიცია ეკავა.[2] ჩრდილოეთ ამერიკაში Revolver 11 სიმღერით გამოვიდა, მაგრამ ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც Capitol Records-მა მასალა შეამცირა. ამ გამოცემის გამოსვლა დაემთხვა The Beatles-ის 1966 წლის, უკანასკნელ ტურნეს, რასაც მოჰყვა კონცერტებზე უარის თქმა. ამერიკაში ალბომი Billboard-ის საუკეთესო ფირფიტების ჩარტის სათავეში ექვსი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
Revolver კოლინ ლარკინის წიგნში ყველა დროის 1000 საუკეთესო ალბომი იკავებს პირველ ადგილს. 2003 წელს მან Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში #3 პოზიცია დაიკავა.[3] ალბომის CD რემასტერი გამოვიდა 2009 წლის 9 სექტემბერს. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ხმისჩამწერმა ინდუსტრიამ შეცვალა გაყიდვების სერტიფიცირების წესები, Revolver-ს ბრიტანეთში პლატინა მიენიჭა. RIAA-მ მას აგრეთვე ხუთმაგი პლატინის სტატუსი მიანიჭა.