Shinee (ჯგუფი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Shinee (კორ. 샤이니, ფორმულირდება როგორც SHINee) — სამხრეთ კორეული ბოიბენდი. შეიქმნა 2008 წელს S.M.Entertainment -ის მიერ. ჯგუფი შედგება ოთხი წევრისგან: ონიუ (ლიდერი), კიმ კი ბუმი, ჩოი მინ ჰო, ლი თე მინი. ჯგუფის მთავარი ვოკალისტი კიმ ჯონ ჰიუნი გარდაიცვალა 2017 წლის დეკემბერში.
SHINee | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | სეული, სამხრეთი კორეა |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 2008 (2008)–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები |
|
ყოფილი წევრები | კიმ ჯონ ჰიუნი |
საიტი |
smtown.com/artist/musician/38 shinee.jp |
Shinee ვიკისაწყობში |
SHINee წარმოდგენილი იყო როგორც თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი ბოიბენდი. ისინი უნდა გამხდარიყვნენ ტრენდული კანონმდებლები მუსიკის, მოდისა და ცეკვის ჟანრში.
მათი დებიუტი შედგა 2008 წლის მაისში, ალბომით Replay და სინგლით 누난 너무 예뻐 (Replay). ჯგუფმა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დიდი ყურადღება მიიქცია მოდის თვალსაზრისით და მედიამ ამას SHINee-ს ტრენდი დაარქვა. იმავე წლის აგვისტოში გამოვიდა მათი პირველი კორეული ალბომი The Shinee World, რომლის გამოც მათ მოიგეს ნომინაცია წლის საუკეთესო ალბომი Golden Disk Awards-ის ფესტივალზე.
ჯგუფმა კორეულ სცენაზე ადგილი დაიმკვიდრა შემდეგი სიმღერებითაც: Ring Ding Dong და Lucifer, რომლებიც ჰიტებად იქცა. Ring Ding Dong-მა პოპულარობა მთელ აზიაში მოიპოვა. Lucifer-მა მიიღო წლის საუკეთესო ცეკვის წოდება 2010 წელს. 2012 წელს გამოვიდა მეოთხე მინი-ალბომი Sherlock, რომლის 180 ატასი ეგზემპლარი გაიყიდა და ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგილზე იყო. 2014 და 2016 წლებში Forbes-ის მონაცემებით ჯგუფში შეყვანილი იყო ყველაზე გავლენიანი კორეელი ადამიანების სიაში.
2011 წელს SHINee-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს EMI Records Japan-თან, რომ ოფიციალურად წარმდგარიყვნენ იაპონიის სცენაზეც. Replay-ის იაპონური ვერსია გაიყიდა 91 ათასი ეგზემპლარით პირველ კვირაშივე, საერთო გაყიდვებმა კი 100 ათასს გადააჭარბა. იმ დროისთის სამხრეთ კორეული ჯგუფებისთის ეს მონაცემები რეკორდს წარმოადგენდა. 7 დეკემბერს გამოვიდა იაპონური სტუდიური ალბომი The First. მალევე მან მიიღო ოქროს სერტიფიცირება იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციისგან. იმავე წელს ჯგუფმა იაპონური პრემიუმ შეხვედრა გამართა ები-როუდის სტუდიაში. ორი წლის შემდეგ მათ გამოუშვეს ახალი იაპონური ალბომი Boys Meet U. ბოლო წლებში გამოსული მათი იაპონური სიმღერებია: I’m Your Boy (2014), D×D×D (2016) და Five (2017).
SHINee აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კორეული ჯგუფი, რომელიც ცოცხლად მღერის. ისინი ასევე გამოირჩევიან სინქრონითა და ქორეოგრაფიის სირთულით. Mnet Asian Music Awards-ის ფესტივალზე მათ სამჯერ გაიმარჯვეს ნომინაციაში - საუკეთესო ცეკვა: 2012 (Sherlock), 2013 (Dream Girl) და 2015 (View). ჯგუფის განმასხვავებელი ნიშანია მათი ექსპერიმენტირება სხვადასხვა ჟანრში, მათ შორისაა: ფანკ-როკი, ჰიპ-ჰოპი, EDM. საკუთარ ქვეყანაში მოპოვებულმა წარმატებამ განაპირობა ჯგუფის წოდება კორეული მუსიკის მეფეები.