Take-Two Interactive
From Wikipedia, the free encyclopedia
Take-Two Interactive Software, Inc. — ამერიკული მრავალეროვნული ვიდეო თამაშების გამომცემელი, დეველოპერი და გამავრცელებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 1993 წელს რაიან ბრანტის მიერ. Take-Two სრულად ფლობს Rockstar Games-ისა და 2K Games-ის აქციებს. შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ნიუ-იორკში, ხოლო საერთაშორისო შტაბ-ბინა - უინძორში, გაერთიანებული სამეფო. ასევე მისი დეველოპერი სტუდიები განლაგებულია სან-დიეგო, ვანკუვერი, ონტარიოსა და ნოვატოში, კალიფორნია. Take-Two Interactive-მა შეიმუშავა და გამოსცა ისეთი განთქმული ვიდეო თამაშების ფრენჩაიზები, როგორებიც არის Grand Theft Auto, Serious Sam, Midnight Club, NBA 2K, Borderlands, Manhunt და Bioshock. 2006 წელს კომპანიამ მონაწილეობა მიიღო Bethesda Softworks-ის მიერ შექმნილი ცნობილი თამაშის The Elder Scrolls IV: Oblivion-ის გამოცემაში.
ტიპი | სააქციზო/საზოგადო |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 1993 |
დამაარსებელი | რაიან ბრანტი |
სათავო ოფისი | ნიუ-იორკი, აშშ |
მმართველი |
შტრაუს ზელნიკი (თავმჯდომარე და აღმას. დირექტორი) კარლ სლატოფი (პრეზიდენტი) |
პროდუქცია |
BioShock Borderlands Civilization Grand Theft Auto Mafia Max Payne Minght Club MLB 2K NBA 2K Red Dead WWE 2K XCOM |
შემოსავალი | $2.351 (2013)[1] |
საწარმოო შემოსავალი | $406.24 მილიონი (2013)[1] |
სუფთა მოგება | $361.61 მილიონი (2013)[1] |
თანამშრომელი | 2.933 (2016) |
შვილობილ(ებ)ი |
Firaxis Games Visual Concepts 2K Sports Rockstar North Double Take Comics |
ფილიალი |
2K Games Rockstar Games |
საიტი | ოფიციალური საიტი |