ბრიუგე
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიუგე (ნიდერლ. Brugge, ფრანგ. Bruges) — ქალაქი ბელგიაში, დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბრიუგე ნიდერლ. Brugge ფრანგ. Bruges | |||||
| |||||
ქვეყანა | ბელგია | ||||
რეგიონი | ფლანდრიაფლანდრია | ||||
პროვინცია | დასავლეთი ფლანდრია | ||||
კოორდინატები | 51°13′00″ ჩ. გ. 03°14′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Dirk De fauw | ||||
ფართობი | 138.40 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2 მეტრი, 4 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ნიდერლანდური ენა | ||||
მოსახლეობა | 117,224 კაცი | ||||
სიმჭიდროვე | 847 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 050 | ||||
საფოსტო ინდექსი |
8000, 8200, 8310, 8380 | ||||
ოფიციალური საიტი | brugge.be | ||||
ქალაქის ფართობი ჯამში 13,840 ჰექტარს აჭარბებს, მხედველობაში თუ მივიღებთ 1,075 ჰექტარსაც, რომელსაც ზეებრუგე (სანაპირო ზოლი, ითარგმნება, როგორც „ბრიუგე ზღვაზე“) მოიცავს. ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის, ოვალური ფორმისაა და 430 ჰექტარს მოიცავს. ქალაქის მოსახლეობა 117,073 (2008 წლის 1 იანვრის მონაცემებით) ადამიანს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 20 000 ქალაქის ცენტრში ცხოვრობს. გარეუბნის ფართობი 616 კმ² მოიცავს და 2008 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 255 844 მოსახლეს ითვლის.
ბრიუგეს ხანდახან მოიხსენიებენ, როგორც „ჩრდილოეთის ვენეციას“. ქალაქს მნიშვნელოვანი წილი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში მისი პორტის გამო. ერთ დროს ის მიიჩნეოდა „მსოფლიოს კომერციულ ცენტრად“.