დანიელ არაპ მოი
From Wikipedia, the free encyclopedia
დანიელ არაპ მოი (ინგლ. Daniel arap Moi) (დ. 2 სექტემბერი, 1924 — გ. 4 თებერვალი, 2020) — კენიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. განათლება მიიღო მასწავლებელთა ადგილობრივ კოლეჯში. 1957 წელს ჩაება პოლიტიკურ მოღვაწეობაში, აირჩიეს საკანონმდებლო საბჭოში. 1960 წელს კენიის აფრიკელთა დემოკრატიული კავშირის პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. 1961–1962 . განათლების მინისტრი, 1962–1964. ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი. 1964 წელს კენიის აფრიკელთა დემოკრატიული კავშირის პარტიის დაშლის შემდეგ, შეუერთდა კენიის აფრიკელთა ეროვნულ კავშირს. 1967 წლის იანვრიდან – 1978 წლის ოქტომბრამდე კენიის რესპუბლიკის ვიცე–პრეზიდენტი. 1978 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის დეკემბრამდე პრეზიდენტი. 1978 წლიდან აირჩიეს მმართველი პარტიის კანუს თავმჯდომარედ.
გარდაიცვალა 2020 წლის 4 თებერვალს ნაირობის ჰოსპიტალში, 95 წლის ასაკში[1][2].