ელ გრეკო
From Wikipedia, the free encyclopedia
ელ გრეკო (El Greco, შესაძლოა კასტილიური და ვენეციური ენების კომბინაციით "ბერძენი"; *1541 — 7 აპრილი, 1614) — ესპანური რენესანსის მხატვარი, ფერმწერი, მოქანდაკე და არქიტექტორი. როგორც წესი, საკუთარ ნამუშევრებს ბერძნული ასოებით აწერდა ხელს სრული სახელით: დომენიკოს თეოტოკოპულოს (Δομήνικος Θεοτοκόπουλος), რითაც ხაზს უსვამდა მის ბერძნულ წარმოშობას.
ელ გრეკო | |
---|---|
დაიბადა | 1 ოქტომბერი, 1541(1541-10-01)[1] [2] |
დაბადების ადგილი | ჰერაკლიონი[3] |
გარდაიცვალა | 7 აპრილი, 1614(1614-04-07)[4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტოლედო[3] [13] |
ჟანრი | საპორტრეტო ფერწერა, მითოლოგიური ფერწერა, რელიგიური ფერწერა[13] , icon painting, საჟანრო ფერწერა[13] , ისტორიული ფერწერა[13] , პეიზაჟი[13] და პორტრეტი[13] |
დაიბადა კრეტაზე, რომელიც იმ პერიოდში ვენეციის რესპუბლიკის ნაწილი იყო. 26 წლის ასაკში ვენეციაში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც იმ ხანად ჩვეული მოვლენა იყო ბერძენი მამაკაცებისთვის, რომელთაც უკეთესი განათლების მიღება სურდათ. 1570 წელს ის რომში გადადის, სადაც სახელოსნოს ხსნის და ნამუშევართა მთელ სერიას ქმნის. იტალიაში ყოფნის პერიოდში განავრცო ელ გრეკომ თავისი სტილი ვენეციური რენესანსის მანიერიზმის ელემენტებით. 1577 წელს ის ტოლედოში, ესპანეთი, გადადის, სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება. სწორედ ტოლედოში შექმნა მან თავისი საუკეთესო ნამუშევრები.