ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ვლადიმერ პუტინი (რუს. Владимир Владимирович Путин; დ. 7 ოქტომბერი 1952, ლენინგრადი, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის მეორე (2000-2008) და მეოთხე (2012-) პრეზიდენტი. 1999-2000 და 2008-2012 წლებში რუსეთის მთავრობის მდივანი, 1998-1999 წლებში იყო უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი, 1999 წელს იკავებდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს.
ვლადიმერ პუტინი Влади́мир Пу́тин | |
რუსეთის მე-4 პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 7 მაისი, 2012 |
წინამორბედი | დიმიტრი მედვედევი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 მაისი, 2000 – 7 მაისი, 2008 მოვ. შემს.: 31 დეკემბერი 1999 – 7 მაისი 2000 | |
პრემიერ-მინისტრი | მიხეილ კასიანოვი მიხეილ ფრადკოვი ვიქტორ ზუბკოვი |
წინამორბედი | ბორის ელცინი |
მემკვიდრე | დიმიტრი მედვედევი |
რუსეთის მე-6 პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 აგვისტო, 1999 – 7 მაისი, 2000 | |
პრეზიდენტი | ბორის ელცინი |
წინამორბედი | სერგეი სტეპაშინი |
მემკვიდრე | მიხეილ კასიანოვი |
რუსეთის მე-10 პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 მაისი, 2008 – 7 მაისი, 2012 | |
წინამორბედი | ვიქტორ ზუბკოვი |
მემკვიდრე | დიმიტრი მედვედევი |
დაბადებული | 7 ოქტომბერი, 1952 (1952-10-07) (71 წლის) ლენინგრადი, რუსეთის სფსრ, |
ეროვნება | რუსი |
პოლიტიკური პარტია | სკკპ (1991-მდე) ჩვენი სახლი — რუსეთი (1995) ერთიანი რუსეთი (2008–2012) უპარტიო (2012-დან) |
მეუღლე | ლუდმილა პუტინა (გაშორდნენ 2014 წელს) |
განათლება | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი სსრკ სუკ-ის უმაღლესი სკოლა სსრკ სუკ-ის წითელდროშოვანი ინსტიტუტი |
პროფესია | იურისტი, მზვერავი, პოლიტიკოსი |
საქმიანობა | რუსეთის პრეზიდენტი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ხელმოწერა | |
საიტი | Президент России |
ქვეყნის პირველი პირი გახდა 1999 წლის 31 დეკემბერს, როდესაც პრეზიდენტი ბორის ელცინი დროზე ადრე გადადგა. პირველად პრეზიდენტად აირჩიეს 2000 წლის 26 მარტს, მეორედ 2004 წელს, მესამედ — 2012 წელს, მეოთხედ კი 2018 წელს.
1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1977 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვაში. 1985-1990 წლებში მუშაობდა სსრკ-ს საგარეო დაზვერვის რეზიდენტურაში. მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკის ქალაქ დრეზდენში, როგორც სსრკ-გდრ-ის მეგობრობის სახლის დირექტორი.
1990 წლის ივნისში დაბრუნდა ლენინგრადში, სადაც გახდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში. იმავე წელს დაიწყო პოლიტიკური კარიერა ლენინგრადის საქალაქო კავშირის თავმჯდომარის ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. 1991 წლის ივნისში ანატოლი სობჩაკის სანქტ-პეტერბურგის მერად არჩევის შემდეგ, პუტინი გახდა მერიის კომიტეტის თავმჯდომარე საგარეო საკითხებში. 1991 წლის 20 აგვისტოს ვიცე-პოლკოვნიკის წოდებაში განთავისუფლდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან. 1996 წელს მუშაობა დაიწყო მოსკოვში, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა მმართველის მოადგილემ. 1999 წლის აგვისტოში რუსეთის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა.
არის სპორტის ოსტატი ძიუდოში და სამბოში. 1975 წელს გახდა ლენინგრადის ჩემპიონი ძიუდოში. არის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1997). თავისუფლად ფლობს გერმანულ ენას.
პუტინის ხელმძღვნაელობით რუსეთმა განიცადა დემოკრატიული უკუსვლა და ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა. მისი მმართველობა ხასიათდება ეკონომიკური კორუფციის მაღალი დონით, ადამიანის უფლებების მასშტაბური და ინსტიტუციური დარღვევებით (მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერებით), მედია თავისუფლების გათელვითა და არჩევნების მასობრივი გაყალბებით.[1][2][3] პუტინი თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივპობით მეორე ადგილს იკავებს ევროპის ლიდერებს შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს შემდეგ.