იაკობ ვასერმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
იაკობ ვასერმანი, (დ. 10 მარტი, 1873, ფიურტი, ბავარია — გ. 1 იანვარი. 1934, ალტაუსზეე, ავსტრია) — გერმანელი მწერალი. არსებობს მოსაზრება, რომ მისი რომანები ("ცირნდორფელი ებრაელები", 1897; "მოლოხი", 1903; "კასპარ ჰაუზერი ანუ გულის სიზანტე", 1909; "ბატებიანი კაცუნა", 1915; "კრისტიან ვანშაფე", 1919; "მაურიციუსის საქმე", 1928; "ეცელ ანდერგასტი", 1931) ნაწილობრივ ფსიქოანალიზისა და დოსტოევსკის გავლენითაა დაწერილი. მწერალი გვიხატავს ცალკეული კეთილშობილი ადამიანების სახეებს. საყოველთაო უკეთურობისა და უპატიოსნობის ფონზე ეს გმირები ხშირად იღუპებიან მტრულ საზოგადოებასთნ ბრძოლაში.
იაკობ ვასერმანი | |
---|---|
გერმ. Jakob Wassermann | |
დაბადების თარიღი | 10 მარტი, 1873(1873-03-10)[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ფიურტი[6] |
გარდაცვალების თარიღი | 1 იანვარი, 1934(1934-01-01)[6] [2] [3] [1] [4] [5] (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ალტაუსზეე[7] |
საქმიანობა | მწერალი[8] , რომანისტი, სცენარისტი და კრიტიკოსი[8] |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა | გერმანია |
ალმა-მატერი | Hardenberg-Gymnasium Fürth |
ჟანრი | მოთხრობა და რომანი |
მეუღლე | Julie Wassermann-Speyer და Marta Karlweis |
შვილ(ებ)ი | Eva Pierrakos, Albert Wassermann, Judith Wassermann და Charles Wassermann |
საიტი | jakob-wassermann.de |
მის საუკეთესოდ აღიარებულ რომანში "კასპარ ჰაუზერი ანუ გულის სიზანტე", იაკობ ვასერმანი კეთილშობილურ, ჩუმი არისტოკრატიზმით და სევდიანი იუმორით სავსე, დახვეწილ და ლიტერატურულად მოქნილი წერის მანერით - განსხვავებული ბუნების და ტიპის ადამიანების თვალსაჩინო თავისებურებებზე, ცხოვრების ცალკეულ, თითქოს უმნიშვნელო ნიუანსებზე მრავალმხრივ ცოდნას ამჟღავნებს.