ილინოისი
შტატი აშშ-ში / From Wikipedia, the free encyclopedia
ილინოისი (ინგლ. Illinois) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ალგონკინელთა ენაზე ნიშნავს „მეომრებს, მამაც ადამიანებს“. — ილინოისი 1673 წელს აღმოაჩინეს ფრანგებმა ჟოლიემ და მარკეტმა. მისი ფორმირება მოხდა 1720 წელს; 1763 წელს ფრანგებმა დაუთმეს ინგლისელებს. 1783 წელს გადავიდა აშშ-ს მმართველობაში. 1809-დან ტერიტორიის სტატუსი აქვს, 1818-დან შტატისა.
- ფართობი — 144 ათასი კვ. კმ.
- მოსახლეობა — 12,607 ათასი (თეთრი 77,7 %, აფროამერიკელი 14,6 %, ლათინურამერიკელი 7,7 %). D. 78,9.
- ქალაქის მოსახლეობა — 83,3 %.
- ქალაქები — სპრინგფილდი (დედაქალაქი), 112 921, ჩიკაგო (ინდიელთა ენაზე Checagou — „ველური ხახვი“, დაარსდა 1770 წელს; 2.721 ათასი), როკფორდი, 143 ათასი, პეორია, 112 ათასი.
- თავისებურებები — მიჩიგანის ტბა, მდინარეები მისისიპი, ილინოისი, ოჰაიო, ლინკოლნის სახლი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი.
- ცნობილი ადამიანები — ენრიკო ფერმი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯესი ჯექსონი, რონალდ რეიგანი.
ტერმინს „ილინოისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ილინოისი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ილინოისი, მეტსახელი: ...
დახურვა