ინდონეზიის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდონეზიის ეროვნული დროშა (ინდონ. Sang Saka Merah-Putih[1] – წმინდა თეთრი და წითელი) ეფუძნება აღმოსავლეთ იავაზე XIII საუკუნეში არსებულ მაჯაპაჰიტის იმპერიის დროშას. აღნიშნული დროშა საზოგადოების წინაშე წარდგა და სახალხოდ აღიმართა ინდონეზიის დამოუკიდებლობის დღის ცერემონიალზე 1945 წლის 17 აგვისტოს. დროშის მონახაზი იგივე დარჩა და არასდროს შეცვლილა.
მონახაზი მოიცავს უბრალო ორი თანაბარი ზომის ზონარს, მაღლა წითელსა და დაბლა თეთრს შეფარდებით 2:3.[1] ინდონეზიის დროშა პოლონეთისა და სინგაპურის დროშების მსგავსია. იდენტურია ჰესენისა (გერმანიის მხარე) და მონაკოს დროშებისა, განსხვავება მხოლოდ პროპორციაშია. წითელი განასახიერებს მამაცობას, თეთრი კი ყოველმხრივ სიწმინდეს.
ინდონეზიის ფლოტი იყენებს საზღვაო დროშას.