ინდონეზიური რუპია
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდონეზიური რუპია (ინდონ. Rupiah; Rp) —ინდონეზიის ოფიციალური ვალუტა. ის გაცემულია და კონტროლდება ინდონეზიის ეროვნული ბანკის მიერ. ვალუტის ISO 4217 კოდია IDR. სახელი ,,რუპია" მომდინარეობს სანსკრიტული სიტყვიდან, რუპიაკამი ( रूप्यकम्) რომელიც ვერცხლს ნიშნავს, [1] ზოგჯერ, ინდონეზიელები ასევე არაფორმალურად იყენებენ სიტყვას ,,პერაკი" ( ინდონეზიურად "ვერცხლი") რითაც რუპიის მონეტებს აღნიშნავენ. რუპია დაყოფილია 100 სენად, თუმცა მაღალმა ინფლაციამ სენას მონეტების და ბანკნოტების მნიშვნელობა შეასუსტა.
ინდონეზიური რუპია Rupiah | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | IDR | ||
ქვეყანა | ინდონეზია | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
ინდონეზია | ||
არაოფიციალური მომხმარებლები |
აღმოსავლეთი ტიმორი | ||
შედგება | 100 100 სენისგან | ||
სიმბოლო | Rp | ||
მონეტები | 500; 1000 რუპია (ხშირად მოხმარებადი)
| ||
ბანკნოტები | 2 000, 5 000,10 000, 20 000, 50 000, 100 000 (ხშირად მოხმარებადი)
| ||
ცენტრალური ბანკი | ინდონეზიის ბანკი | ||
საიტი | https://www.peruri.co.id/ | ||
ფულის ბეჭდვა | პერუმ პერური | ||
საიტი | https://www.peruri.co.id/ | ||
მონეტების მოჭრა | პერუმ პერური | ||
საიტი | https://www.bi.go.id/id/Default.aspx | ||
ინდონეზიელმა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა ნაციონალისტებმა 946 წელს შემოიღეს ვალუტა, რომელმაც შეცვალა ნიდერლანდების ინდოეთის გულდენი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იაპონური ოკუპაციის დროს შემოიღეს. ადრეულ წლებში რუპია გამოიყენებოდა სხვა ვალუტებთან ერთად, მათ შორის ნიდერლანდების მიერ შემოტანილი გულდანის ახალ ვერსისთან ერთად.
რიაუს კუნძულებსა და ახალი გვინეის ინდონეზიურ ნახევარს (ირიან ბარატი) წარსულში ჰქონდა რუპიას საკუთარი ვარიანტები, მაგრამ ისინი ეროვნულ რუპიაში გაერთიანდნენ შესაბამისად, 1964 და 1971 წლებში.