მასაი
From Wikipedia, the free encyclopedia
მასაი — კენიასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში მცხოვრები ნახევრად მომთაბარე ნილოთური ხალხის ეთნიკური ჯგუფი. გამორჩეული ტანისამოსისა აღმოსავლეთ აფრიკის სპორტული ნადირობის პარკების სიახლოვეს ცხოვრების გამო, მასაის ხალხი აფრიკის სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე უკეთაა ცნობილი.[1] ლაპარაკობენ მასაის ენაზე, რომელიც ნილო-საჰარის ენათა ოჯახში შედის და ენათესავება დინკასა და ნუერის ენებს. 2009 წლის მონაცემებით, კენიაში 453 000 მასაი ცხოვრობს; 1989 წელს ეს რიცხვი 377 000 იყო, 2000 წელს კი 400 000.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მასაი}} |
მასაი | |
---|---|
მასაები | |
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 900 ათასი | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
კენია | 453 000 |
ტანზანია | 447 000 |
ენები | მასაი |
რელიგიები | ქრისტიანობა, ტრადიციული სარწმუნოება, ისლამი |
ტანზანიისა და კენიის მთავრობები ყველანაირად ახალისებენ პროგრამებს, რომ მასაის ხალხმა თავის ნახევრად-მომთაბარე ცხოვრების სტილი მიატოვოს, მაგრამ ისინი კვლავ განაგრძობენ უძველესი კოსტიუმების ტარებას.[2] ბოლო დროს, ორგანიზაცია ოქსფამმა განაცხადა, რომ მასაის ხალხი კლიმატური ცვლილების მსხვერპლი ხდება, რადგან გაუდაბნოებულ არეალებში შეუძლებელი ხედება მათი ტრადიციული სოფლის მეურნეობის წარმოება.[3] ტანზანიასა და კენიაში მცხოვრები მასაის ტომები გულღიად ხვდებიან სოფლებში მათი კულტურის, ტრადიციებისა და ცხოვრების წესის სანახავად ჩასულ ტურისტებს.[4]