საამური ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
საამური ენები[1], საამების ენები, ლოპარული ენა — ურალური ოჯახის, ფინურ-უნგრული ჯგუფის ენა. გავრცელებულია მურმანსკის ოლქში (1900-მდე კაცი), ფინეთში (2000-მდე), შვედეთსა (7000-მდე) და ნორვეგიაში (20 000-მდე). საამების ენებში გამოიყოფა დიალექტების 2 ჯგუფი: აღმოსავლური და დასავლური, რომელთა ლექსიკა და გრამატიკული კატეგორიები ძირითადად ერთნაირია. ლექსიკაში გვხვდება სამოდიური, შვედური, ნორვეგიული, რუსული და განსაკუთრებით ფინური ენებიდან ნასესხები სიტყვები. დამწერლობა აქვთ XIX საუკუნიდან.