ფინეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფინეთი (ფინ. Suomi, შვედ. Finland), ოფიციალურად ფინეთის რესპუბლიკა (ფინ. Suomen tasavalta, შვედ. Republiken Finland) — სახელმწიფო სკანდინავიაში, ფენოსკანდინავიის რეგიონში, ჩრდილოეთი ევროპა. ფინეთს დასავლეთიდან ესაზღვრება შვედეთი, ჩრდილოეთიდან ნორვეგია, აღმოსავლეთიდან რუსეთი, ხოლო ესტონეთი მდებარეობს ფინეთის ყურის მეორე მხარეს. ამიტომ ამ ორ სახელმწიფოს საზღვაო გზებით მნიშვნელოვანი კავშირები აქვთ.
ფინეთის რესპუბლიკა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: ფინ. Maamme შვედ. Vårt land „ჩვენი მიწა“ |
||||||
ფინეთის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ჰელსინკი 60°10′ ჩ. გ. 024°56′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ||||||
აღიარებული რეგიონული ენები | საამური (0.03%) | |||||
რელიგია | ||||||
ეთნოქორონიმი | ფინელი | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | საული ნიინისტე | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | სანა მარინი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ედუსკუნტა | |||||
დამოუკიდებლობა | ||||||
- | ავტონომია რუსეთში |
29 მარტი, 1809 | ||||
- | დამოუკიდებლობა რუსეთის სფსრ-სგან |
6 დეკემბერი, 1917 | ||||
- | პირველად აღიარა რუსეთის სფსრ-მ |
4 იანვარი, 1918 | ||||
- | ევროკავშირში გაწევრიანება | 1 იანვარი, 1995 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 338 424 კმ2 (64-ე) | ||||
- | წყალი (%) | 10 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 შეფასება | 5,536,146[2] (115-ე) | ||||
- | 2000 აღწერა | 5 180 000 | ||||
- | სიმჭიდროვე | 18 კაცი/კმ2 (201-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $221.539 მილიარდი[3] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $40 485[3] | ||||
მშპ (ნომინალი) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $276.275 მილიარდი[3] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $50 450[3] | ||||
ჯინი (2012) | 25.9[4] დაბალი |
|||||
აგი (2013) | 0.879[5] ძალიან მაღალი · 24-ე |
|||||
ვალუტა | ევრო (€) (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 (UTC+2) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+03:00 (UTC+3) | ||||
თარიღის ფორმატი | დ.თ.წწწწ | |||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +358 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .fi [ა] | |||||
ა. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
ფინეთის მოსახლეობა 5,536,146 ადამიანია, რომელთა ძირითადი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ რაიონებში ცხოვრობს. ფართობის მხრივ, ქვეყანას მერვე ადგილი უკავია ევროპაში. ფინეთი ევროკავშირში ყველაზე მეჩხერად დასახლებული ქვეყანაა. ფინეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, 2010 წლის 1 აინვრამდე, ქვეყანა იყოფოდა ექვს პროვინციად, მაგრამ რეფორმის შედეგად, ფინეთი ადმინისტრაციული დაყოფის ახალ სისტემაზე გადავიდა და შეიქმნა ექვსი ახალი, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციული სააგენტო, რომლებიც თავის მხრივ 20 რეგიონად იყოფა, რეგიონები კი მუნიციპალიტეტებისგან შედგება, სულ 342 მუნიციპალიტეტია. დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს ჰელსინკის აგლომერაციაში, რომელიც წარმოადგენს დიდ ჰელსინკის. ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: ტამპერე, ტურკუ, ოულუ, იოვიასკიოლია, კუოპიო და ლაჰტი.
ფინეთი მრავალი საუკნის განმავლობაში შვედეთის ნაწილად ითვლებოდა, 1809 წელს ფინეთის დიდი სამთავრო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1917 წელს მოიპოვა, ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი და ომები საბჭოთა კავშირთან და ნაცისტურ გერმანიასთან, ცივი ომის დროს ქვეყანას ოფიციალური ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული. ქვეყანა შეუერთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 1955 წელს, OECD-ს 1969 წელს, ევროკავშირს 1995 წელს, ფინეთი არის ევროზონის ერთ-ერთი დამაარსებელი სახელმწიფო.