სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგა
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდოეთის მუსლიმთა ლიგა, (ურდუ آل انڈیا مسلم لیگ) — დაარსდა 1906 წელს, დაკაში (დღეისთვის ბანგლადეშის დედაქალაქი) სრულიად ინდოეთის მუჰამადანის საგანმანათლებლო კონფერენციის მიერ დაარსდა. მისი შექმნა განაპირობა 1905 წელს ბენგალის გაყოფასთან დაკავშირებით შექმნილმა გარემოებებმა. ის იყო პოლიტიკური პარტია, რომლის მიზანსაც შეადგენდა ბრიტანეთის ინდოეთში მუსლიმანების დიასპორის დაცვა, მუსლიმთა ლიგა 1940-იან წლებში თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა პაკისანის როგორც ინდოეთის სუბკონტინენტზე არსებული მუსლიმანური სახელმწიფოს შექმნაში.[1]
ინდოეთის და პაკისტანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდოეთში ის გარდაიქმნა უმცირესობაში მყოფ პარტიად. ის განსაკუთრებით აქტიურია კერალას შტატში სადაც სხვებან კოალიციაში თავრობაში მოხვედრასაც კი ახერხებს.
პაკისტანში მან ჩამოაყალიბა პირველი მთავრობა, მაგრამ 1950-იანი წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ მან მოახდინა დეზინტეგრაცია. პაკისტანში 1947 წლამდე მუსლიმთა ლიგის ფრაქციები იკავებდნენ ძირითად სამთავრობო პოსტებს.
ბანგლადეშში პარტია 1976 ხელახლა შეიქმნა და 1979 წლის საპარლამენტო არჩევნებში 14 მანდატი მოიპოვა. მას შემდეგ მისი მნიშვნელობა შემცირდა და პოლიტიკური არენიდან თითქმის გაქრა.