ჯეიმზ კალაჰანი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1976-1979 წლებში. / From Wikipedia, the free encyclopedia
ლეონარდ ჯეიმზ „ჯიმ“ კალაჰანი, კარდიფის ბარონი კალაჰანი, გაერთიანებული სამეფოს მრჩეველთა საბჭოს წევრი (დ. 27 მარტი, 1912 – გ. 26 მარტი, 2005) — ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც იკავებდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 1976-1979 წლებში და იყო ლიდერი ლეიბორისტული პარტიისა 1976-დან 1980 წლამდე. კალაჰანი არის ერთადერთი პოლიტიკოსი ისტორიის განმავლობაში, რომელიც პრემიერ-მინისტრობამდე ოთხსავე დიდ თანამდებობას იკავებდა: ხაზინის კანცლერი (ფინანსთა მინისტრი) 1964-1967 წლებში, შინაგან საქმეთა მდივანი 1967-1970 წლებში, ხოლო საგარეო სამქეთა მდივანი - 1974 წლიდან 1976 წლამდე. როგორც პრემიერ-მინისტრს, ჰქონდა წარმატებები, მაგრამ ძირითადად დასამახსოვრებელია 1978-1979 წლების „ზამთრის უკმაყოფილების“ გამო. ეს იყო ძალიან ცივი ზამთრის პირობებში მისი ბრძოლა პროფკავშირებთან, რამაც მასიური გაფიცვები გამოიწვია და ძირითადად ხელი შეუწყო ჯეიმზის მარცხს არჩევნებში.
ჯეიმზ კალაჰანი | |
კარდიფის ლორდი კალაჰანი | |
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 აპრილი 1976 – 4 მაისი 1979 | |
წინამორბედი | ჰაროლდ უილსონი |
მემკვიდრე | მარგარეტ ტეტჩერი |
ოპოზიციის ლიდერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მაისი 1979 – 10 ნოემბერი 1980 | |
პრემიერ-მინისტრი | მარგარეტ ტეტჩერი |
წინამორბედი | მარგარეტ ტეტჩერი |
მემკვიდრე | მიშელ ფუტი |
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 აპრილი 1976 – 10 ნოემბერი 1980 | |
წინამორბედი | ჰაროლდ უილსონი |
მემკვიდრე | მიშელ ფუტი |
სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა ურთიერთობებსა და თანამეგობრობის საკითხებში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 მარტი 1974 – 5 აპრილი 1976 | |
პრემიერ-მინისტრი | ჰაროლდ უილსონი |
წინამორბედი | ალეკ დუგლას-ჰოუმი |
მემკვიდრე | ენტონი ქროსლენდი |
პარლამენტის წევრი სამხრეთ კარდიფისა და პენარტის ოლქიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ივლისი 1945 – 11 ივნისი 1987 | |
წინამორბედი | არტურ ივანსი |
მემკვიდრე | ელან მიშელი |
დაბადებული | 27 მარტი, 1912 პორტსმუთი, ინგლისი, გაერთიანებულისამეფო |
გარდაცვლილი | 26 მარტი, 2005 (92 წლის) რინგმერი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
პოლიტიკური პარტია | ლეიბორისტული პარტია (გაერთიანებული სამეფო) |
მეუღლე | აუდრიე მელტონი (დ.1938, გ. 2005) |
შვილები | 3 |
როგორც ახალი წევრი პარლამენტისა 1945 წელს ის იყო მემარცხენე ფრთაში. პარტიის შიგნით ის ხშირად იჭერდა შედარებით მემარჯვენე პოზიციების, მაგრამ მისი რეპუტაცია იყო „ქუდის ერთგული“, რაც ხაზს უსვამდა იმას, რომ იგი მხარს უჭერდა პარტიისა და პროფკავშირების ახლო ურთიერთობებს.კოლაჰანის ფინანსთა მინისტრობა დაემთხვა მღელვარე პერიოდს ბრიტანული ეკონომიკისთვის, რადგან მას უწევდა გამკლავება საგადასახადო ბალანსების დეფიციტსა და სპეკულატურულ თავდასხმებს გირვანქა სტელინგზე (მისი გაცვლითი კურსი სხხვა ვალუტებთან მიმართებაში იყო თითქმის დაფიქსირებული ბრეტონ-ვუდსის სისტემით). 1967 წლის 18 ნოემბერს სახელმწიფომ გააუფასურა გირვანქა სტერლიგნი. კალაჰანი გახდა შინაგან საქმეთა მდივანი. მან გააგზავნა ბრიტანეთის არმია ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიციის დასახმარებლად, ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობის თხოვნის შემდეგ.
1970 წელს არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის დამარცხებისის შემდეგ, კალაჰანმა ითამაშა მთავარი როლი ჩრდილის კაბინეტში. ის გახდა საგარეო საქმეთა მდივანი 1974 წელს, რითიც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ბრიტანეთის ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობის პირობების მოლაპარაკებებზე. ის ასევე 1975 წლის რეფერენდუმის დროს მხარს უჭერდა ქვეყნის ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში დარჩენას. როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ჰაროლდ უილსონი გადადგა 1976 წელს, კალაჰანმა დაამარცხა 5 სხვა კანდიდატი, რომ გამხდარიყო მისი შემცვლელი. ლეიბორისტებს უკვე დაკარგული ჰქონდათ მცირე უმრავლესობა თემთა პალატაში იმ დროისთვის, როდესაც ის პრემიერი გახდა და მოგვიანებითაც შუალედურ არჩევნებში დამარცხებამ და შიდა დეზერტირობამ აიძულა კალაჰანი საქმე დაეჭირა ისეთ პატარა პარტიებთან, როგორიცაა ლიბერალური პარტია, რაც აისახა „ლიბ-ლაბ-ის პაკტში“ 1977 წლიდან 1978 წლამდე. ინდუსტირულმა დავებმა და გავრცელებულმა გაფიცვებმა 1978 წლის „ზამთრის უკმაყოფილებისას“ კალაჰანის მთავრობა გახადა არაპოპულარული და შოტლანდიის დევოლუციის რეფერენდუმის წაგება იყო წარმატებული პასაჟი უნდობლობის ასეთი მოძრაობისა 28 მარტის 1979 წელს. ამას კი მოჰყვა დამარცხება საერთო არჩევნებში.
კალაჰანი დარჩა ლეიბორისტული პარტიის ლიდერად 1980 წლის ნოემბრამდე, რათა გაეტარებინა რეფორმა, რომლის მიხედვითაც პარტია აირჩევდა საკუთარ ლიდერს. შემდეგ გადაინაცვლა "უკანასკამებზე", სადაც ის მსახურობდა ლორდად გახდომამდე.