მარგარეტ ტეტჩერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი (Margaret Hilda Thatcher, ქალიშვილობაში რობერტსი; დ. 13 ოქტომბერი, 1925 — გ. 8 აპრილი, 2013) — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი 1979-1990 წლებში და ასევე, კონსერვატიული პარტიის ლიდერი 1975-1990 წლებში. ის იყო მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი და 2016 წლამდე ამ პოსტზე ერთადერთი ქალბატონი. საბჭოთა ჟურნალისტიკა მას ეძახდა „რკინის ლედის“ – მეტსახელს, რომელიც ასოცირდებოდა მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან. მან დანერგა პოლიტიკა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი.
მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი Margaret Hilda Thatcher | |
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მაისი, 1979 – 28 ნოემბერი, 1990 | |
მონარქი | ელისაბედ II |
წინამორბედი | ჯეიმზ კალაჰანი |
მემკვიდრე | ჯონ მეიჯორი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 თებერვალი, 1975 – 4 მაისი, 1979 | |
წინამორბედი | ედვარდ ჰიტი |
მემკვიდრე | ჯეიმზ კალაჰანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 თებერვალი, 1975 – 28 ნოემბერი, 1990 | |
წინამორბედი | ედუარდ ჰიტი |
მემკვიდრე | ჯონ მეიჯორი |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ივნისი, 1970 – 4 მარტი, 1974 | |
პრემიერ-მინისტრი | ედუარდ ჰიტი |
წინამორბედი | ედუარდ შორტი |
მემკვიდრე | რეჯინალდ ფრენთისი |
პარლამენტის წევრი ფილჩლიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 ოქტომბერი, 1959 – 9 აპრილი, 1992 | |
წინამორბედი | სერ ჯონ ქროუდერი |
მემკვიდრე | ჰერთლი ბოტი |
დაბადებული | 13 ოქტომბერი, 1925 გრენტჰემი, ლინკოლნშირი, ინგლისი |
გარდაცვლილი | 8 აპრილი, 2013 (87 წლის) ლონდონი, ინგლისი |
ეროვნება | ბრიტანელი |
პოლიტიკური პარტია | კონსერვატიული პარტია |
მეუღლე | დენის ტეტჩერი |
შვილები | ქეროლ ტეტჩერი მარკ ტეტჩერი |
პროფესია | ქიმიკოსი სამართალმცოდნე |
თავდაპირველად, მკვლევარი ქიმიკოსი, მოგვიანებით კი ბარისტერი, ტეტჩერი აირჩიეს პარლამენტის წევრად ფინჩლიდან 1959 წელს. ედვარდ ჰიტმა დანიშნა ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრად 1970 წლის მთავრობაში. 1975 წელს ტეტჩერმა დაამარცხა ჰიტი კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში და იქცა ოპოზიციის ლიდერად. ის იყო პირველი ქალი, რომელიც ლიდერობდა ძირითად პოლიტიკურ ძალას გაერთიანებულ სამეფოში. ის გახდა პრემიერ მინისტრი 1979 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
დაუნინგის ქუჩა ნომერ ათში გადასვლის შემდეგ, ტეტჩერმა გამოიგონა პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივების სერიები, რათა შემოებრუნებინა ბრიტანეთის დაღმასვლა. მისი პოლიტიკური ფილოსოფია და ეკონომიკური პოლიტიკა ეყრდნობოდა დერეგულაციას(კერძოდ, ფინანსური სექტორის), მოქნილ შრომის ბაზარს, სამთავრობო მფლობელობაში მყოფი კომპანიების პრივატიზაციასა და სავაჭრო კავშირების ძალისა და გავლენის შემცირებას. ტეტჩერის პოპულარობა პირველ წლებში საგრძნობლად მცირდებოდა რეცესიისა და მაღალი უმუშევრობის გამო, სანამ ეკონომიკის გამოცოცხლება არ დაიწყო და 1982 წლის ფოლკლენდის ომმა არ გაზარდა მისი რეიტინგი მსოფლიო მასშტაბით, რასაც მოჰყვა ხელახალი არჩევა 1983 წელს.
ტეტჩერი მესამე ვადითაც აირჩიეს 1987 წელს, მაგრამ მისი სათემო გადასახადი იყო ძალიან არაპოპულარული და მის შეხედულებებს ევროპულ კავშირზე არ იზიარებდნენ მისი კაბინეტის წევრები. ის გადადგა პრემიერის პოსტიდან 1990 წლის ნოემბერში.
ტეტჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ დაწერა წიგნი „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება“. 1992 წლის ივნისში ბარონესის ტიტული მიანიჭეს. იგი ბილდერბერგის კლუბის მუდმივი წევრი იყო.