ალფა კენტავრი Bb
From Wikipedia, the free encyclopedia
ალფა კენტავრი Bb — შესაძლო ეგზოპლანეტა, რომელიც ბრუნავს K ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის, ალფა კენტავრი B-ს გარშემო 4,37 სინათლის წლის მოშორებით დედამიწიდან კენტავრის სამხრეთ თანავარსკვლავედში.[1] თუ დადასტურდა, ის იქნება უახლოესი ეგზოპლანეტა დედამიწასთან და ყველაზე მინიმალური მასის პლანეტა მზის მაგვარი ვარსკვლავის გარშემო. მისი არსებობა 2012 წლის ოქტომბერში განაცხადა ევროპელი დამკვირვებლების გუნდა. ამ აღმოჩენამ მედიის დიდი ყურადღება მიიქცია.[2][3][4] [5] თუმცა, განცხადებას ზოგიერთი ასტრონომი სკეპტიციზმით შეხვდა. მათ სჯეროდათ, რომ ევროპელი დამკვირვებლები ზედმეტ ინტერპრეტაციას უკეთებდნენ მონაცემებს.[6]
2013 წლის 10 ივნისს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ალფა კენტავრი B-ს გარშემო მოძრავი დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტის არსებობა შეიძლება მცდარი იყოს.[7] პლანეტის არსებობა სამეცნიერო დებატების საგანი რჩება და მასზე სულ ცოტა ასტრონომთა სამი ცალკეული ჯგუფის კვლევა მიმდინარეობს.[8]