გერი ბეკერი (დ. 2 დეკემბერი, 1930 — გ. 3 მაისი, 2014)[9] — ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი და ემპირიკოსი. ის იყო ეკონომიკის პროფესორი და სოციოლოგი ჩიკაგოს უნივერსიტეტში. ნიუ-იორკ თაიმზმა მას „ბოლო 50 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური მეცნიერი“ უწოდა.[10] 1992 წელს ბეკერი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ეკონომიკაში, 2007 წელს კი თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადაეცა.[11] 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიკის პროფესორებმა 60 წელს გადაცილებულ საუკეთესო ეკონომისტა შორის გერი ბეკერიც იყო.[12]
სწრაფი ფაქტები გერი ბეკერი, მშობლიური სახელი ...
გერი ბეკერი |
---|
გერი ბეკერი ჩიკაგოში 2008 წლის 24 მაისს. |
მშობლიური სახელი |
Gary Becker |
---|
დაბ. თარიღი |
2 დეკემბერი, 1930 |
---|
დაბ. ადგილი |
პენსილვანია, აშშ |
---|
გარდ. თარიღი |
3 მაისი, 2014 (83 წლის) |
---|
გარდ. ადგილი |
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
---|
გარდაცვალების მიზეზი |
surgical complications |
---|
მოქალაქეობა |
აშშ[1] [2] |
---|
შვილ(ებ)ი |
Judy Becker |
---|
საქმიანობა |
ეკონომისტი[3] , უნივერსიტეტის პროფესორი, criminologist და პედაგოგი[4] |
---|
მოღვაწეობის სფერო |
ეკონომიკა |
---|
დამსაქმებელი |
ჩიკაგოს უნივერსიტეტი[3] და კოლუმბიის უნივერსიტეტი[3] |
---|
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა |
პაპის მეცნიერებათა აკადემია[5] , მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, მონ პელერინის საზოგადოება, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება[6] , ეკონომეტრიკის საზოგადოება[7] [7] , ამერიკის ეკონომიკური ასოციაცია[5] , National Academy of Education და National Academy of Sciences of Argentina |
---|
|
ჯილდოები |
ჯონ ბეითს კლარკის მედალი (1967) ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1992) პაპის მეცნიერებათა აკადემია (1997) აშშ-ს ეროვნული მედალი მეცნიერებაში (2000) ჯონ ვონ ნეუმანის სახელობის ჯილდო (2004) თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი (2007) |
---|
ალმა-მატერი |
პრინსტონის უნივერსიტეტი ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
---|
სამეცნიერო ხელმძღვანელი |
H. Gregg Lewis |
---|
დოქტორანტი |
Darius Lakdawalla, Shoshana Grossbard, Barry Chiswick, Fwu-Ranq Chang[8] , Isaac Ehrlich[8] , Edi Karni[8] , Anthony Clinton Fisher[8] , Robert Fumio Tamura[8] , Danilo Guaitoli[8] , Hanzhe Zhang[8] , Alexander A. Popov[8] , Robert T. Michael[8] , Emil Petrov Iantchev[8] , Scott D. Drewianka[8] , Julio Jorge Elías[8] , Max Gillman[8] , Rodrigo R. Soares[8] , Francisco Javier Parro Greco[8] , Maxim Mironov[8] , Lee Michael Lockwood[8] , Siu Fai Leung[8] , Matthew Kahn[8] , James N. Brown[8] , Walter John Wessels[8] , H. Elizabeth Helen Peters[8] , Amee Kamdar[8] , Erica Benton[8] , Sebastien Gay[8] , Jinyoung Kim[8] , Frederick Hao-Chieh Chen[8] , Clara Handelman Friedman[8] , Gorman Curtis Smith[8] და Donald S. Kenkel |
---|
საცხოვრებელი ადგილი |
Pottsville |
---|
|
დახურვა
ბეკერი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეკონომიკის შესწავლისას გამოიყენა ის თემები, რომელიც სოციოლოგიის ტრადიციული შემადგენელი ნაწილია, მათ შორისაა რასობრივი დისკრიმინაცია, დანაშაული, ოჯახური მდგომარეობა და ნარკოტიკზე დამოკიდებულება. ის იყო ერთ-ერთი ვინც ამტკიცებდა, რომ ბევრი განსხვავებული ადამიანის მოქმედება შეიძლება დავინახოთ, როგორც რაციონალური და სასარგებლო მაქსიმიზაცია. გერი ბეკერმა „ადამიანურ კაპიტალში“ ჩამოაყალიბა თეორია, რომლის მიხედვითაც, მშობლებს „ეგოისტ“ შვილთან ალტრუისტული დამოკიდებულება აქვთ: მასში ინვესტიციას დებენ და დაბანდებული კაპიტალის უკან დაბრუნებას ელიან – მომავალში შვილებმა მათზე უნდა იზრუნონ. მშობლებს არ აქვთ რაიმე გარანტია ან იძულების მექანიზმი, შვილი დაავალდებულონ, ამიტომ პასუხისმგებლობას, მოვალეობასა და დედ-მამის სიყვარულს უნერგავენ. მოგვიანებით, ეს ირიბად, მაგრამ ეფექტიანად აიძულებს შვილებს, რომ მშობლებზე იზრუნონ.[13]