ტიესტო
From Wikipedia, the free encyclopedia
ტაის მიხილ ვერვესტი (დან. Tijs Michiel Verwest [ˈtɛis miˈxil vərˈʋɛst], ცნობილი სასცენო სახელით — ტიესტო (Tiësto); დ. 17 იანვარი, 1969, ქ. ბრედა, ნიდერლანდები)[2] — ნიდერლანდელი ტრანს დიჯეი. მუსიკალური შემოქმედების პერიოდში მრავალი სახელი გამოუყენებია, თუმცა ყველაზე მეტად მისი ამჟამინდელი ფსევდონიმი დიჯეი ტიესტოა ცნობილი[3]. ტიესტო ტაისის იტალიურ ყაიდაზე გადაკეთებული ბავშვობისდროინდელი მეტსახელია. ბოლო ნამუშევრებში ზედსართავი დიჯეი გამოტოვებულია და მას უბრალოდ ტიესტოს უწოდებენ. ევროპის გარეთ ტიესტო ყველაზე მეტად ცნობილია მისი განთქმული რემიქსით დელერიუმის სინგლიდან „Silence“ (სარა მაკლაკლენის შესრულებით).
სწრაფი ფაქტები ტიესტო, ბიოგრაფია ...
ტიესტო | |
---|---|
დან. Tiësto | |
ტიესტო 2017 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ტაის მიხილ ვერვესტი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | DJ Tiësto, Allure, Da Joker, Drumfire, Handover Circuit, Paradise In Dubs, Passenger, Roze, Stray Dog, Tom Ace, Wild Bunch |
დაბ. თარიღი | 17 იანვარი, 1969 |
დაბ. ადგილი | ბრედა[1] |
წარმოშობა | ბრედა, ნიდერლანდები |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, საცეკვავო, ტექნო, ტრანსი. პროგრესიული ტრანსი |
საქმიანობა | დიჯეი, პროდიუსერი |
აქტიური | 1994-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Noculan, Basic Beat, Lightning, XSV Music, Black Hole, Ultra, Musical Freedom |
საიტი | tiesto.com |
ტიესტო ვიკისაწყობში |
დახურვა