2NE1 (ჯგუფი)
From Wikipedia, the free encyclopedia
2NE1 (კორ. 투애니원 [tuaeniwon] — „t'uaeniwŏn“; გამოთქმა. „To Anyone“ /tuː 'ænɪwʌn/ ან „Twenty-one“ /'twɛntɪ wʌn/[1][2]) — სამხრეთ კორეული ჰიფ-ჰოფ / პოპ-ჯგუფი, შექმნილი სააგენტო YG Entertainment-ის მიერ 2009 წელს. ჯგუფის სახელწოდება — აკრონიმი „New Evolution of the 21st Century“-დან[3]. რაც ნიშნავს — „XXI საუკუნის ახალი ევოლუცია“.
2NE1 შემადგენლობაში სამი გოგოა: პარკ ბომ ი (კორ. 박봄이) — მთავარი ვოკალი, პარკ სანდარა (კორ. 박산다라) — ვოკალი, CL (კორ. 씨엘) — ვოკალი, რეპ, ლიდერი. 2016 წლის 5 აპრილს YG Entertainment-მა ოფიციალური წყაროებიდან განაცხადა, რომ გონგ მინჯი (კორ. 공민지) ტოვებს ჯგუფს — ვოკალი, რეპი, მთავარი მოცეკვავე. მისი კონტრაქტი იწურებოდა და გაგრძელებას აღარ აპირებდა, ამის გამო მისმა კომპანიამ მოიწვია პრეს-კონფერენცია, სადაც ოფიციალურად უარყო ჭორები ჯგუფის დაშლის შესახებ და დაადასტურა ჯგუფის წევრის გონგ მინჯის წასვლა.
2NE1-ის ოფიციალურ ფანდომს სახელი „ბლეჯექ“ ჰქვია (ინგლ. „BlackJack“).