ევროკავშირი
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის კავშირი (ინგლ. European Union, ფრანგ. Union européenne), შემოკლებით ევროკავშირი — ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლ. European Community, ფრანგ. Communauté européenne) ერქვა. ორგანიზაციის წევრია ევროპის 27 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობი 4 324 782 კმ²-ია, მოსახლეობა — 508 191 116 კაცი. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე;[1] იურისპუდენციული კანონმდებლობისა და საშინაო საქმეების გამოცემა; საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში,[2] სოფლის მეურნეობაში,[3] თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში.[4] შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი.[5] 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს.
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
ევროპის კავშირი ოფიციალური ენებზე
|
|||
---|---|---|---|
დევიზი: In varietate concordia „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ |
|||
ჰიმნი: Ode an die Freude „ოდა სიხარულს“ |
|||
|
|||
დედაქალაქი | ბრიუსელი სტრასბურგი ლუქსემბურგი ჰააგა ფრანკფურტი | ||
უდიდესი ქალაქი | პარიზი | ||
ოფიციალური ენა | |||
ტიპი | სახელმწიფოთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება | ||
წევრობა | |||
ლიდერები | |||
- | ევროკომისიის პრეზიდენტი | ურსულა ფონ დერ ლაიენი | |
- | ევროპული საბჭოს პრეზიდენტი | შარლ მიშელი | |
- | ევროპის პარლამენტის პრეზიდენტები | რობერტა მეცოლა | |
ფართობი | |||
- | სულ | 4 233 262 კმ2 (მე-7) | |
- | წყალი (%) | 3,08 | |
მოსახლეობა | |||
- | 2020 შეფასებით | 447 206 135 (მე-3) | |
- | სიმჭიდროვე | 106 კაცი/კმ2 | |
მშპ (მუპ) | 2020 შეფასებით | ||
- | სულ | $20.366 ტრილიონი (მე-3) | |
- | ერთ მოსახლეზე | $45 541 | |
აგი (2014) | 0.899 (ძალიან მაღალი) | ||
ვალუტა | ევრო (€) — ევროზონის მასშტაბით
|
||
დროის სარტყელი | UTC UTC+1 UTC+2 UTC+3 |
||
Internet TLD | .eu |
ევროკავშირი მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების სუპერეროვნული და მთავრობათშორისი სისტემების ჰიბრიდის პრინციპით.[6][7] შექმნილია გადაწყვეტილების მიმღები შვიდი ძირითადი ორგანო, რომელთაც ევროკავშირის ინსტიტუტებს უწოდებენ: ევროპული საბჭო, ევროპის კავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის აუდიტორთა სასამართლო.
ევროკავშირი სათავეს იღებს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებისგან და ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისგან, რომლებიც 1951 და 1958 წელს ექვსმა სახელმწიფომ შექმნა. გაერთიანებები ახალი წევრი სახელმწიფოების მიღების შედეგად ტერიტორიულად გაიზარდა, ძალაუფლება კი სხვადასხვა პოლიტიკის დამატების შედეგად. 1993 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად, შეიქმნა ევროპის კავშირი, რომელმაც ასევე შემოიღო ევროპის მოქალაქეობის ინსტიტუტი. 2009 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის კონსტიტუციური საფუძვლის ბოლო, ძირითადი შესწორება — ლისაბონის ხელშეკრულება. 2016 წლის 23 ივნისს, გაერთიანებულმა სამეფომ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას.[8]
ევროკავშირი, რომელშიც მსოფლიო მოსახლეობის 7,3 % ცხოვრობს,[9] 2014 წელს აწარმოებდა 18,495 ტრილიონ დოლარ მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ), რაც გლობალური მშპ-ს 24 %-ია და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის 17 %. გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 26-ის ადამიანის განვითარების ინდექსი არის ძალიან მაღალი. 2012 წელს, ევროკავშირს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.[10] საერთი საგარეო და უშიშროების პოლიტიკის შედეგად, ევროკავშირს განვითარებული აქვს საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა. ევროკავშირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს მუდმივი დიპლომატიური მისიები და წარმოდგენილია გაეროში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, დიდ რვიანსა და დიდ ოცეულში. დიდი გლობალური გავლენის გამო, ევროკავშირს ხშირად უწოდებენ ზესახელმწიფოს ან პოტენციურ ზესახელმწიფოს.[11]