ვარშავა
From Wikipedia, the free encyclopedia
ვარშავა (პოლ. Warszawa, სრული სახელი Miasto Stołeczne Warszawa - დედაქალაქი ვარშავა) — პოლონეთის დედაქალაქი 1596 წლიდან დღემდე და მისი უდიდესი ურბანული ცენტრი. ვარშავას პოვიატის სტატუსი აქვს და ამავდროულად მაზოვიეცის სავოევოდოს დედაქალაქია. მოსახლეობა შეადგენს დაახ. 1.716 855 ადამიანს, ურბანული აგლომერაციის ჩათვლით კი — 2,631,902 ადამიანს. ქალაქი ადმინისტრაციულად 18 რაიონად იყოფა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვარშავა პოლ. Warszawa | |||||
| |||||
ქვეყანა | პოლონეთი | ||||
სავოევოდო | მაზოვიეციმაზოვიეცის სავოევოდო | მაზოვიეცი | ||||
შიდა დაყოფა | შრუდმიეშციე, ბიალოლენკა, ბემოვო, ბელიანი, მოკოტუვი, პრაღა-პოლუდნე, ურსინოვი, ვოლია, ტარგუვეკი, ოხოტა, ვავრი, პრაღა-პულნოცი, ურსუსი, ჟოლიბოჟი, ვლოხი, ვილიანუვი, ვესოლა და რემბერტუვი | ||||
კოორდინატები | 52°13′48″ ჩ. გ. 21°00′40″ ა. გ. | ||||
მერი | Rafał Trzaskowski | ||||
დაარსდა | XIII საუკუნე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1334 | ||||
ფართობი | 517.24 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 103 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | პოლონური ენა | ||||
მოსახლეობა | 1 860 281 (31 მარტი, 2021)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 22 | ||||
საფოსტო ინდექსი | 00-000 | ||||
საავტომობილო კოდი | WA, WB, WD, WE, WF, WH, WI, WJ, WK, WN, WT, WU, WW...A/C/E/X/Y, WW...F/G/H/J/W, WW...K/L/M/N/P/R/S/U/V, WX...Y, WX, WY | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.um.warszawa.pl/ | ||||
ვარშავა მრავალი ინდუსტრიის (მათ შორის — ლითონნაკეთობათა, ელექტრონული ინჟინერინგის და ავტოსამშენებლო წარმოებები) ცენტრია. აქვეა 66 უმაღლესი განათლების ინსტიტუტი (მათ შორის — ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, და ვარშავის სამედიცინო აკადემია). ვარშავაში 30-ზე მეტი თეატრი მოქმედებს, მათ შორის — ეროვნული თეატრი, ოპერა და ფილარმონია.
1944 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა ვარშავის შენობების 80%, თუმცა ქალაქი აღდგა 50-იან წლებში. ქალაქის ისტორიული ცენტრი - ძველი ვარშავა - შესულია იუნესკოს კულტურული მეკვიდრეობის ძეგლთა სიაში და წარმოადგენს ერთადერთ ხელახლა აშენებულ ობიექტს ამ სიაში.