ფრენსის კრიკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრენსის კრიკი (ინგლ. Francis Crick; დ. 8 ივნისი 1916, ნორტჰემპტონი, ინგლისი — გ. 28 ივლისი 2004, სან-დიეგო, კალიფორნია, აშშ) — ბრიტანელი მოლეკულური ბიოლოგი, ბიოფიზიკოსი და ნეირობიოლოგი. 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინაში ჯეიმზ უოტსონსა და მორის უილკინსთან ერთად „ნუკლეინის მჟავების მოლეკულური სტრუქტურისა და ცოცხალ ორგანიზმში მათი ინფორმაციის გადაცემის ფუნქციის აღმოჩენისთვის“.[1]
კრიკი აგრეთვე ცნობილია მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრალური დოგმის ჩამოყალიბებით.